#62340695 · 3 Nov 2025, 20:31  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         ნივთიერების მოხმარება და ლუდომანია ხშირად ურთიერთკავშირშია ნარკომანი იწყებს თამაშს, იმიტომ რომ მოიგოს წამლის საყიდელი ფული ან ვალი გადაიხადოს, ან კიდევ, მოთამაშე რამდენჯერმე წააგებს და უკვე ვალს აიკიდებს, თამაშობს იმ ვალის ამოსაღებად. საბოლოო ჯამში უკვე ფულის მოგებას აღარ აქვს მუღამი, მთავარია ის შეგრძნებები, რომელიც ეუფლება მოთამაშეს აზარტულ პროცესში, გინდ მოგების და გაგიკვირდებატ და გინდაც, წაგების შემთხვევაში.  მთლიანობაში, შინაგანი სიცარიელის, დოფამინის ნაკლებობის შესავსებად ხდება ეს ყველაფერი და ერთი დიდი მანკიერი წრეა.
  სწორად წერენ აქ, ონლაინ თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ბევრ სიცოცხლეს იხსნიდა. მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობას მაქსიმალურად შეამცირებდა.  საიდანღაც ხო იწყებს ის მოთამაშეც და როცა მართლა დივანზე წამოწოლილს ერთი დაწკაპუნებით შეუძლია "გაერთოს", ეს სხვაა და კაზონოში შესასვლელად ქალაქგარეთ რომ მოუწევს წაბოდიალება და იქ სხვა ადამიანების შორის ამ ყველაფრის გაკეთება, ეგ სხვაა.  მითუმეტეს სადღაც სარდაფში ხელზე "მაზაობა".  
  This post has been edited by fermina on 3 Nov 2025, 20:34   
        
  -------------------- 
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
  დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა
  
        
       |