#62340841 · 3 Nov 2025, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | არაფერი არ მაინტერესებს, არც ხარისხი ხმის და არც (არც კი ვიცი რა პრობლემა შეიძლება იყოს) |
ხმის ხარისხი თანამედროვე ყველაზე უბრალო გიტარასაც კი დასაწყისისთვის მეტნაკლებად მისაღები ექნება მაგრამ... სხვა პრობლემები აუცილებლად უნდა გაინტერესებდეს... განსაკუთრებით წყობის პრობლემები... თუ გიტარა არ იწყობა ან ძალიან სწრაფად იშლება, ვერც დაკვრას ისწავლი და საერთოდ გიტარაც შეგზიზღდება... რამე ისეთი ბრენდი აიღე რასაც მეტნაკლებად სტაბილურად კარგი გიტარები აქვს, მაგალითად რამე Fender Squier - ის ბიუჯეტური სერიებიდან... აგერ არის მაგალითად მუსიკის სახლში 450-600 ლარის ფარგლებში ვარიანტები https://musikis-saxli.ge/guitar/electric-gu...49&price_to=600ყიდვამდე აუცილებლად უნდა შეამოწმო იწყობა თუ არა. სთხოვე აგიწყონ და ჩაგირთონ.. ასევე გიტარასთან ერთად რამე ბიუჯეტური ტიუნერიც (გიტარის ასაწყობი დევაისი.. აუცილებლად დაგჭირდება) იყიდე და იქვე მოსინჯე როგორ გამოგივა ტიუნერით აწყობა. ასევე ყურადღება მიაქციე სიმების "ექშენს"... ძალიან არ უნდა იყოს სიმები დაცილებული გრიფიდან... მაქსიმუმ 2 მილიმეტრი მე12-ე ლადთან... და მოსინჯე მეზობელ ლადებზე არ ბზუოდეს სიმები ან ისე არ ედებოდეს რომ სულ გაჩუმდეს. | QUOTE | | ერთადერთი მაინტერესებს "დაყოვნება" ანუ input lag თუ იქნება მინიმალური ეს არის მთავარი რაც მადარდებს. კარგად რომ ვისწავლი მერე დავფიქრდები სხვა დანარჩენზე, მაგრამ მანამდე. |
latency ჰქქვია მაგას და თვითონ გიტარას კი არ აქვს, იმ ციფრულ მოწყობილებებს (სხვადასხვა ეფექტ-პროცესორები, კომპიუტერი და ა.შ.) აქვთ რომელშიც აერთებ გიტარას. ეს არ ნიშნავს რომ ზოგადად ციფრული მოწყობილობები ცუდია.. უმეტესობას იმდენად მცირე დაყოვნებები აქვს რომ ვერც იგრძნობ... თუმცა ზოგიერთს შეიძლება მიუღებლად დიდიც ჰქონდეს... ასევე თუ კომპიუტერში აერთებ, ჯობია აუდიო ინტერფეისი გამოიყენო, ლატენსისაც თვითონ დაარეგულირებ, არც ხარისხს დაკარგავ და ხმაურებიც მინიმალური ექნება.
თუ მხოლოდ ანალოგურ გამაძლიერებელში/ეფექტებში შეაერთებ არანაირი დაყოვნება არ ექნება.
| QUOTE | | ვხვდები რომ პირდაპირ ყურსასმენებს ვერ შევაერთებ გიტარაზე მოსასმენად lol.gif მაგრამ AMP/pedal და მსგავსი რაღაცეების გარეშე არ გამოვა? თითქოს ვიდეო ვნახე სადაც თქვა რომ კომპში პირდაპირ შემიძლია გადამყვანით შევაერთო ( 6.5mm to 3.5mm ). მეორეგან მითხრეს გამაძლიერებელი გინდა უეჭველიო ( vox amplug headphone amp ). მესამეგან usb გარდამქმნელი კომპში შესაერთებლად მირჩიეს ( 6.5mm to usb ). იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ? |
მოკლედ, ძირითადად სამი არჩევანი გაქვს: გიტარის ანალოგური გამაძლიერებელი, კომპიუტერი, რაიმე ამპ/ეფექტ/პროცესორი ყურსასმენების გამოსასვლელით... არსებობს სპეციალური პატარა დევაისებიც, პირდაპირ გიტარაზე მაგრდება ჯეკით, თავისი ბატარეა აქვს შიგნით და ყურსასმენების გამოსასვლელი...
თავიდან შეგიძლია კომპიუტერით დაიწყო... დააყენებ Guitar Rig - ს (ვირტუალური ეფექტ-პროცესორი) და ათასნაირი ხმები გაქვს შიგნით, მაგრამ გაითვალისწინე - თუ გიტარას პირდაპირ მიაერთებ კომპიუტერზე, საკმაოდ საგრძნობი დაყოვნებები ექნება და ხმაურებიც ბევრი შეჰყვება... დაყოვნებები შეგიძლია შეამცირო ბუფერის შემცირების ხარჯზე... მაგრამ ასე საკმაოდ სერიოზულად ფუჭდება ხმა... ამიტომ უშუალოდ მიერთება არ არის კარგი ვარინატი, აუდიო ინტერფეისი დაგჭირდება.. რისი უამრავი არჩევანიც გაქვს ბაზარზე, მაგრამ იაფფასიანები ნაგავია ძირითადად... შედარებით ნორმალური იმდენი ღირს, რამდენშიც რამე ნორმალურ კომბსაც იყიდი (ყოველ შემთხვევაში იმდენად ნორმალურს რომ დასაწყისში სასწავლად გამოგადგება).. ასე რომ არჩევანის ამბავია...
| QUOTE | | vox amplug headphone amp |
რამე ასეთს გულისხმობ ალბათ  ათასნაირი მსგავსი დევაისები არსებობს.. ნუ რავი.... სულ უკიდურეს შემთხვევაში ესეც გამოდგება ალბათ...
--------------------
Пизда! Создание природы Она же символ бытия Из нее лезут все народы Как будто пчёлы из улья...
|