ბევრი ლაპარაკი მიდის ქართული საკლუბო ფეხბურთის კრიზისზე, მთავარი აქცენტი კეთდება ბიუჯეტზე, ფონდის ფულზე და თანხების არასწორ ხარჯვაზე.
რასაც სხვადასხვა სპორტულ გადაცემებში ვუსმენ, მრჩება შთაბეჭდილება რომ თვითონ სპორტულ ჟურნალისტებსაც ზერელე წარმოდგენა აქვთ ფონდის თანხებზე და კლუბების ვალდებულებებზე... როგორც ვიცი ფორუმზეც გვყავს წევრები, რომლებიც კლუბების მართვაში არიან ჩართულნი, კარგი იქნება თუ ისინიც დაწერენ რა სიტუაციაა ეხლა, რა პრობლემებია და რაში ხედავენ გამოსავალს...
"სამგურალის" პრეზიდენტს ვუსმინე და არ დამრჩა იმის შთაბეჭდილება რომ ან ფეხბურთი ეკიდოს ფეხებზე, ან თავისი გუნდი და ან შედეგები... კონკრეტულად ფონდის ფულზე სადღაც 34 წუთიდან ლაპარაკობს, ჩამოვწერე ძირითადი საკითხები:
უმაღლესი ლიგის გუნდები:
გარანტირებულად იღებენ (წლიურად) - 600,000 ლარი
თუ ინვესტორი ჩადებს მინიმუმ 600,000 ლარს - მიიღებს კიდევ 600,000 ლარს
საპრემიო:
მოგებაზე - 20,000 ლარი
ფრეზე - 7,000 ლარი
ანუ პირველი სამეულის გუნდებმა შეიძლება პრემიებით კიდევ სადღაც 400,000 - 600,000 ლარი მიიღონ
გუნდის შესანახად გჭირდება მინიმუმ - 3,500,000 ლარი (ეს ვინც ცხრილის ქვედა ნაწილშია, სამეულის გუნდებს გაცილებით მეტი)
ფედერაციის საწევრო - 70,000 ლარი
წელიწადში ორჯერ აუდიტი, ესეც ხარჯია (ფონდის მოთხოვნაა, რადგან გაწერილია თანხები რაში შეიძლება დაიხარჯოს ფონდის ფული) კონკრეტულად რა მოთხოვნებია არ ვიცი, თუ ვინმემ იცით კარგი იქნება თუ გაგვიზიარებთ ინფორმაციას.
სამგურალისთვის ბიუჯეტის 30-40 %-ია ფონდის ფული, 4 მილიონი თავიანთი მოზიდულია + 1,2 მილიონი (+ პრემია) ფონდისგან;
ყველაზე დიდი ხარჯია სახელფასო ფონდი (80%);
საშემოსავლოს სახით ფული სახელმწიფოს უკან უბრუნდება, როგორც ამბობს ფონდიდან აღებული ფულის ნახევარი უკან უბრუნდება სახელმწიფოს საშემოსავლოს სახით;
არიან კლუბები ვისაც იმაზე მეტი შეაქვს ბიუჯეტში, ვიდრე იღებს ფონდიდან!
ასევე გორის "დილას" მართვაში ვინც არიან, არც მაგათზე დამრჩა შთაბეჭდილება რომ ან საქმის კეთება არ უნდათ და ან წურბელები არიან

ინტერვიუ გიორგი ჯოხაძესთან (გორის "დილას" აღმასრულებელი დირექტორი) - ერთი ძალიან კარგი იდეა წამოაყენა, რომ პირველ ადგილოსანს პრემიის სახით 10 მილიონი შეხვდესო, მე რომ მკითხოთ, ვინც ევროტურნირებზე გადის იმათაც 5 მილიონს დავუმატებდი, იქნებ ასე მაინც მოხერხდეს რამე.
https://www.imedi.ge/ge/video/207590/sporti...beri-2025-tseliგორის დილას სპორტული დირექტორი ვანო ხორგუაშვილი:
ქუთაისის "ტორპედოს" მაგალითზეც რაც ჩანს ხარჯავს კერესელიძე თანხებს, თუ გული არ აიცრუა დროის ამბავია და შედეგიც ექნებათ:
ნუ "იბერია" და თბილისი "დინამო" ასე თუ ისე აკეთებენ თავიანთ საქმეს, ცუდი ისაა რომ ფეხბურთელების შენარჩუნებაზე არ მუშაობენ და ძალიან ადრე ყიდიან თავიანთ ფეხბურთელებს, თორემ ჩემი აზრით პირველი სამი ეტაპის გადალახვა ევროტურნირებზე არ უნდა უჭირდეთ!
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....