პროკურატურის განცხადებით, სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ სალიანდაგო დეპარტამენტის, ხარაგაულის უბნის მარელისის სამმართველოს ცვლის უფროსი ა.გ. რკინიგზის კუთვნილი ქონების ე.წ. შპალების რეალიზაციას 450 ლარის სანაცვლოდ ახდენდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უკანონო გარიგების შედეგად მოქალაქისაგან მიღებული თანხა 450 ლარი“, - წერს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ქონების მითვისებს მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთადერთი კითხვა გამიჩნდა. მაგ შპალებს ვინც ყიდულობდა რაში ჭირდებოდა?
This post has been edited by public_enemy on 5 Nov 2025, 17:52
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...