#62344752 · 6 Nov 2025, 16:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინერალური წყალი „ძუღური“ ცაგერის რაიონში, ლეჩხუმში მდებარეობს. მოსახლეობის ფართო მასებისათვის მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გახდა ცნობილი, თუმცა ადგილობრივები მის გასაოცარ სამკურნალო თვისებებზე გაცილებით ადრე იყვნენ ინფორმირებულნი. დღეისათვის მინერალური წყალი „ძუღური” საფუძვლიანად არის შესწავლილი. ცნობილია, რომ ის დაბალ მინერალიზებული წყალია, ამიტომ მისი მიღება სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი სასმელი წყლის მაგივრადაც არის შესაძლებელი. კვლევების საფუძველზე საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ (ბრძანება 310/ნ ) მინერალურ წყალ „ძუღურს“ მიენიჭა სამკურნალო წყლის კატეგორია. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ მინერალური წყალი „ძუღური“ ეფექტურია: დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის, რკინა დეფიციტური ანემიის , პოდაგრის დროს და აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს, ასევე „ძუღური“ კარგია ბავშვებისთვისაც.
ბუნებას საოცარი სიზუსტით აქვს შერჩეული წყალში შემავალი მინერალები, რომლებიც ერთობლიობაში უნიკალურ რეცეპტს ქმნის. „ძუღურის“ შემადგენლობა განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ინსულინის სინთეზს და მისი ეფექტურობის გაუმჯობესებას, არეგულირებს ცხიმოვან, ნახშირწყლოვან და მარილოვან ცვლას. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ასეთ უნიკალურ მინარალურ წყალს რატომ არ უკავია ადგილი სხვა ცნობილ მინერალური წყლების ბრენდებს შორის?! ამის მიზეზი „ძუღურის“ მცირე დებეტია, რის გამოც მის მიმართ კომერციული ინტერესი დაბალია. წყალს იმდენად მცირე დებეტი აქვს, რომ ექსპორტზე მისი გატანა არარელევანტურია, უფრო მეტიც, შიდა ბაზრის სრულიად უზრუნველყოფისთვის არ არის საკმარისი. ამას ისიც ემატება, რომ წყლის სათავე ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზეა და საკმაოდ მიუწვდომელ ადგილზეა განთავსებული. მიუხედავად ამისა, წყალი იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანები წყლის სათავემდე ცხენებით ან სპეციალური მანქანებით ადიან, კარვებს შლიან და კვირაობით რჩებიან რათა „ძუღური“ დალიონ და იმკურნალონ. საინტერესეოა მათთან გასაუბრება წყლის ეფექტურობის შესახებ. ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავს წყლის საოცარ სამკურნალო თვისებებს და საუბრის დროს აღფრთოვანებას ვერ ფარავენ. მინერალური წყლის დაბალი კომერციული ღირებულებიდან გამომდინარე არავის უფიქრია მილებით მისი ბარში ჩამოყვანა. ცაგერში არსებობს ესეთი გამოთქმა: „მანამდე არაფერი გეტკინოს, სანამ ძუღურის ბარში არ ჩამოიყვანენო“. ამ გამოთქმას თავისი საფუძველი გააჩნია. რთული რელიეფის გამო წყლის ბარში ჩამოყვანა ბევრ სერიოზულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. „შ.პ.ს ძუღური 2015“ დაინტერესდა მინერალური წყალი „ძუღურით“. მიუხედავად სერიოზული სიძნელეებისა 12 კილომეტრიანი მილით წყალი ჩამოიყვანა ცაგერის მიმდებარე ტერიტორიამდე და დაიწყო მისი ჩამოსხმა. საქართველოს მთელი მოსახლოების წყლის დაკმაყოფილება თუ ვერ მოხერხდა ძუღურით დიაბეტიანების, ნერვოზით დაავადებულების, ჭარბი წონის მატარებლების, პოდაგრით და რკინა დებიციტური ანემიით შეწუხებული ადამიანების ნაწილისათვის მაინც იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად დაბალი კომერციული ინტერესისა წყლის ჩამოსხმა მომხმარებლისათვის გაგრძელდება. ხალხს შესაძლებლობა უნდა მიეცეს მიიღოს ის რაც დედა ბუნებამ მათ სასარგებლოდ მისცა.
--------------------
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...
|