#62366657 · 22 Nov 2025, 21:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამარდას რაც შეეხება მხოლოდ ერთს დავწერ, გამოვიდეს მართლაც და ერთხელ მიმართოს ლივერპულელ ფანებს ნამდვილებო და ყალბებოო. ხალხის პროტესტი მისაღებია და გასაგებიცაა, ძალიან კარგად აიხსნა თითქმის ყველა ბოლო სპორტულ პოდკასტებში რას ნიშნავს ეროვნული ნაკრები და რა მნიშვნელობა აქვს, რომ საუკეთესო თაობა არ გახდეს უბრალოდ საფეხბურთო ნაკრები. შეცდომებზე, წაგებებზე არაა საუბარი და კრიტიკა, წყენაა არასწორ სამოქალაქო პოზიციაზე, რეზო კიკნაძე არ ვიცოდი აქამდე რუსთავის გულშემატკივარი ყოფილა და გამოქვეყნდა მისი წერილი როგორ გულშემატკივრობდა ყველა ფეხბურთელს ჯერ კიდევ მაშინ მათი გვარები მხოლოდ საფეხბურთო სამყაროში ახლოს მყოფებმა რომ ვიცოდით. წყენაა ასევე ნარატივის დაკოპირებაზე, იმავე ნარატივი და მოწოდებები ჰქონდათ სარაგბო, საკალათბურთო და ბოლოს უკვე საფეხბურთო ნაკრებსაც, ჯერ მამუჩაშვილს გაახმოვანებიეს და შემდეგ მატჩში უკვე სასტარტოში დაიწყეს.
შეიძლება იყოს შიგნიდან წნეხი, იძულება ნაწილობრივ, მაგრამ არამგონია ვერ ხვდებოდნენ რას ნიშნავს მსგავსი ნარატივის გამოვანება, თავადაც ხვდებიან რომ თანამონაწილეები ხდებიან, არამხოლოდ ქართული პოლიტიკური დღის წესრიგია, არამედ ადამიანს არ ესმის ადამიანის საბაზისო უფლებები გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების და ა.შ. მათთვის მიუღებელია კრიტიკა, შეიძლება იმასაც ფიქრობენ რომ კრიტიკოსები სამშობლოს მოღალატეები და აგენტები არიან. ამაშია მთავარი პრობლემა, მაგრამ ანალოგიურს ვერ ბედავს და ვერ აკეთებს ლივერპულში. თუ გააკეთებს სამომავლოდ კი გამოაგდებენ მეორე დღესვე, მაგრამ არც მაგის ერთი ადგილი ექნება და არც ღელვა, მოწყობილი აქვს უკვე ამ დროებაში ცხოვრება, თავადაც იცის რას ნიშნავს არქის გვერდში დგომა, არქის სახედ და მეწილედ ყოფნა. სადაც სითბოა ყველგან კარგი არაა, ზოგან ჩეჩმაცაა. დრონი მეფობენ და არა მეფენიო, ვიცით, გაგვიგია უმრავლესს, მაგრამ გათავისეფული არ გვაქვს, ბევრი ისევ ბაბაიას ეძახის მომრევ დათვს. მე არ მწამს მსგავსი ქართველების პატრიოტიზმისა და მოქალაქეობის.
წარმატებებს ვუსრუვებ კარიერაში, გვიანი არაა ჯერ, შეუძლია გამოსწორება რაღაცების, გულდასაწყვეტია რომ თავად სამთვრობო ძალამ ჩააგდო და მიიყვანა მსგავს მდგომარეობამდე. დარწმუნებული ვარ არც მამარდაშვილის დაწერილია ის ტექსტი, არც მამუჩაშვილის, არც თორნიკე შენგელიასი და მანამდე არც რაგბისტის, რომელს გააღერებიეს არ ვგუგლავ და არც მახსოვს, არც მაინტერესებს და არც გულში ჩადებას ვაპირებ, პირიქით ნაკლები დაყოფის მომხრე ვარ და დაშორების პოლიტიკის გამო. მაგრამ არსებობს ეროვნულობა, სახელმწიფო ინტერესი და ქართულ საფეხბურთო სივრცეში ყველაზე მეტად ამას გამოხატავს თუ რა დღეშია გაგრა, რომ ფაქტობრივად არ არსებობს სოხუმის დინამო.
მაშინ დავიჯერებდი მე საფეხბურთო სივრცეში მონაწილე აქტორების ეროვნულობას, როცა გაგრა, სოხუმის დინამო, ცხინვალი თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი გუნდი ერთხელ მაინც გავიდოდა ევროსარბიელზე. ესაა რეალობა, ყარაბახმა საუკუნოვანი დიპლომატიური ომი მოიგო მხოლოდ ფეხბურთით.
|