
Bioware-ის ძველმა გვარდიამ რომელიც არ ეთანხმებოდა EA-ს გადაწყეტილებებს დატოვეს კომპანია და შექმნეს ახალი სტუდია Archetype Entertainment. მათ შეუერთდნენ სხვა პროფესიონალები 343, Naughty Dog-იდან რომლებიც ასევე არ იყვნენ კმაყოფილები საკუთარი კომპანიებით და გადაწყვიტეს შეექმნათ ძალიან ამბიციური თამაში. Mass Effect 4 ისეთი როგორც ამ ფრენჩაიზის ყველა გულშემატკივარს უნდა რომ იყოს. სცენარისტი იქნება დრიუ კარპიშინი და ამით საკმარისი ითქვა!
სეტინგი ესეთია კაცობრიობის გადარჩენილმა ნაწილმა მომაკვდავი დედამიწა 40 ათასი წლის წინ დატოვა და ორიონის კლასტერისკენ მიაშურა. ჯერ ავანგარში მყოფმა რამდენიმე კოლონიზატორულმა ხომალდმა მიაღწია კლასტერის პლანეტებამდე და შემდეგ დანარჩენ ფლოტს შეატყობინეს რომ ორიონის კლასტერში დასასახლებლად ვარგისი პლანეტები არსებობდა. რადგან დროის სიჩქარით მოგზაურობისას დრო სხვადახვანაირად გადის კოსმოსური ხომალდში მყოფთავთვის როდესაც ფლოტის ძირითადმა ნაწილმა კლასტერამდე ჩააღწიეს აღმოაჩინეს რომ ავანგარში მყოფთათვის ათეულ ათასი წელი იყო გასული და მათ ამ დროის განმავლობაში აითვისეს პლანეტები, შექმნეს იმპერიები ერთმანეთსაც ეომნენ და რაც მთავარია სრულიად შეიცვალნენ რომ მორგებოდნენ ადგილობრივ პირობებს, ისინი პოსტადამიანები იყვნენ. სელესტიალები, და ადამიანების ჩამოსვლა ყველამ არაერთგვაროვნად მიიღო.
თქვენ ხართ "მოგზაური" ჯუნ ასლანი. ლეგენდარული მოგზაურის ორიონ ასლანის და სელესტიალი ქალის ავას შვილი. დედის მიერ ბოძებული გენების წყალობით თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ის რაც ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ ახერხებს, სელესტიურ ტექნოლოგიების გამოყენება. თქვენ გევალებათ იმოგზაუროთ თქვენს რაზმთან ერთად ორიონის კლასტერში და მოაგროვოთ სელესტიალების ტექნოლოგიები იმისათვის რომ თქვენი მშობლიურ პლანეტა ლიდონზე მაცხოვრებელ ადამიანებს არ დაემუქროს გადაშენება.
დროის ფარდობითობის გამო ყოველი თქვენი გამზავრება ნიშნავს რომ სანამ თქვენთვის გავა საათები, დღეები და კვირეები, ლიდონზე გავა ათწლეულები და საუკუნეები. ასე რომ თქვენი თვალით ნახავთ თქვენს მიერ ჩამოტანილი ტექნოლოგიები და თქვენი გადაწყვეტილებები რა შედეგს მოუტანს თქვენს მშობლიურ პლანეტას გრძელვადიან პროექციაში.
ჯუნ ასლანს ბევრი მოწინაამღდეგე ეყოლება. მტრულად განწყობილი სელესტიალები, საკუთარი ნახევარძმა რომელმაც ლიდონზე ძალაუფლება ხელში იგდო და დევნის ჯუნს.
ააა ხო, ამ თამაშში იქნებიან "გამოღვიძებული ცხოველები". კაცობრიობამ რატომღაც გადაწყვიტა რომ ცხოველებისთვის ინტელექტის მიცემა ჭკვიანური აზრი იყო. ასე რომ თამაშში იქნებიან შეჯავშნული დათვები და მოლაპარაკე ბაყაყები