ვარ 48 წლის. არ მქონია არასოდეს ოჯახი.
არა და აქამდე მქონდა უამრავი მცდელობა შემექმნა ოჯახი.
მაგრამ... შანსი მუდამ მცირე იყო. არ ვარ მეც ახლა ისეთი ტიპის ადამიანი, ენით რომ ზურგს იფხანენ და არ შემიძლია ქალს დითირამები ვუმღერო რამენაირად მოიხედოს იქნებ... არც დრო არა მაქვს. ინჟინერი გალხავართ პროფესიით და მუდამ ჩართული ვარ თემაში.
ახალგაზრდობაშიც კი არ მქონია ეგეთი მისწრაფება რომ ყველა ბოლოკაბის ქვეშ შემეხედა. ნაწილობრივ აღზრდა მუშაობდა ამ განხრით ნაწილბორივ კიდე თავად ჩემი მენტალიტეტიც. ჩემთვის ქალი და მასთან ყველა სახის ურთიერთობა, დახურული ოჯახური სტრუქტურის იქეთ მიუღებელია. კი მქონდა სიტუაციები როცა იყო პარტნიორი რომელთან ერთადაც რამდენიმეჯერ ბუჩქებიც შევარხიეთ... მაგრამ არ იყო ეგ ჩემთვის მისაღები და არც დიდ ხანს გამიგრძელებია. მით უმეტეს მიუღებელი იყო სხვისი მეუღლე ამ ამპლუაში. რის გამოც გარკვეულ პერიოდში სერიოზული ლანძღვა, გინება, დაცინვის ობიექტიც გავხდი. რა ვქნა... თუ ვიშოვიდი იმ ერთ ქალს, მის იქეთ მეტი არც არაფერი მენდოებოდა. მით უემტეს გვერდზე ქალი, რომელიც ბიუჯეტს გიცარიელებს საერთოდ კოშმარი თემაა ჩემთვის.
ანუ როგორი სასიძო ვიყავი თავის დროზე

. არ ვეწევი, არ ვლოთობ, არ ვთამაშობ, არ ვიჩხერავ. გვერდზე არ დავდივარ. არც ისე უშნო გარეგნობის ვარ ბოლოს და ბოლოს. რომ გკითხოთ ქალებს იდელაური გამოვდივარ. მაგრამ..
აი ეგ ჩათლახი მაგრამ. მაინც ვერ გავიცანი ვერავინ წესიერი. ასე ვთქვათ ვერ გავყიდე ჩემი ადამიანობა. ეგ საერთოდ ცალის ფასადაც არ ფასობს მდედრობაში.
ჯერ პროფესიიდან გამომდინარე ჩემი სოციუმი აღმოჩნდა მკაცრად მამაკაცური. ანუ მანდილოსანი ამ სოციუმში პრაქტიკულად არ ტრიალებდა. თუ რაიმე წვეულება ეწყობოდა ამ სოციუმში, ისევ დახურული მამაკაცური ჩაბუჟება გატიკვნა იყო. ანუ ერთიმეორესთან სახლებში სტუმრად უიშვიათესად ვიკრიბებოდით. ისიც ისეთის სახლში რომელსაც არც ცოლი ყავს, არც ცოლის და არც საკუთარი და და ასე შემდეგ.. მოკლედ მდედრი არარსებობდა

და სამწუხაროდ ამ სოციუმის საკმაო ნაწილი დღემდე დასაქორწინებელი დადის.
ერთად ერთი ვარიანტი ვინმეს გაცნობის მრჩებოდა ეს დასაწვავი ინტერნეტი. ვითომ რა ამისთანა? ხომ ვსარგებლობთ? რა მოხდა თუ კი ვინმეს გაიცნობ ხო? აგერ არ ზიან ონლაინზე მანდილსნები? აბა დალაპრაკებას რაღა უნდა? პლიუს უამრავი რაოდენობის გაცნობის საიტი, შემდეგ უკვე ჯგუფები და ასე შემდეგ შემოგვემატა. რიყეა და მიდი რომელი კენჭიც გინდა აიღე ხო?
ჩემი ფეხები!!!
გაცნობით რა თქმა უნდა ბატალიონი შეიკვრებოდა იმდენთან მქონდა კონტაქტი. რომლების უმრავლესობამაც თავად გამიცნო სხვადასხვა პერიოდში. ხო და რიყეზე კენჭი კი არ ავიღე გამოდის ერთი შეხედვით რომ მთელი მანქანა შებენი დამეყარა თავზე.
მაგრამ... ისევ მაგრამ... ურთიერთობის დაჭერა აღმოჩნდა შეუძლებელი.
იმიტომ რომ ეს დასაწვავი დეპოპულაციის მანქანაა ჩართული, სადაც საკმაოდ ღრმა ბავშვობიდან მიდის მანდილოსნების მოწამვლა. ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან დაიწყო ეგ მარაზმი. როდესაც გოგონებს ჩაუნერგეს ის აზროვნება რომ ყველა პრინცესაა და თუ კი პრინცი არ იქნება ვინც მოაკითხავს ვიღაც ყმაგლეხობას ზედაც არ უნდა შეხედოს.
ზოგი პატიოსანი აღმოჩნდა და პირდაპირ გამომკითხავდა ხოლმე მოკლე კონტექსტით ჩემს ურბანულ ფინანსურ მდგომაროებას, პასუხის მიღების მერე (არასოდეს არ მომიტყუებია არავინ) კონტაქტი სამუდამო განსასვენებელში მაგზავნიდა, უსაზღვროდ დიდი ბლოკლისტი რომ ქვია აი იქ.
ზოგმა საუბარი გამიბა. ისე მოხდა იმ ბატალიონიდან დაახლოებით 10 მდე გოგოსთან ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, პირადი ურთიერთობაც კი მქონდა. რა თქმა უნდა საუბარი მხოლოდ პლატონურ საუბარ შეხვედრებზეა და არა ბუჩქების რხევებზე. ხო და ძნელია დასაქორწინებელი მამაკაცისთვის როცა ქალი იმედებს გაძლევს თავისი ქმედებებით. როცა გგონია რომ აი ეს ესაა ოჯახს შექმნი ამ ... ამასთან. დაიწყებ რო იტყვიან ტყავის გაძრობას, რამენაირად იქნებ ქირა იშოვო იაფი. რესურსებზე იბრძვი გაუთავებლად რომ ოჯახი ხრამია რა იცი რა ხდება და...
ერთ არც ისე მშვენიერ დღეს, ტელეფონს თიშავს და აღმოაჩენ რომ სოც ქსელშიც ბლოკ ლისტის უსიერ ტრამალზე გაგიშვა. მერე იწყებ გახსენებას რა შეგეშალა. რა აწყენინე ამისთანა? საბოლოოდ მიმოწერასაც რაც შემოგრჩა ათვალიერებ როდის ეუხეშე ასე რომ ეგრე მოგიექცა... ბოლოს ხვდები. უბრალოდ ბოლო დროს შენ შენი ურბანულ მატერიალური მდგომარეობა გააცანი ეს ესაა ცოლად მოსაყვან... მდედრს. ხო და როგორც ჩანს მის ინტერესებში არ იჯდა შენი სიტუაცია. მეტი უნდოდა.
და ეს ხდება რამდენიმეჯერ სხვადასხვა მდედრის მიმართებაში.
მოკლედ ასე მოვიყარე 48 წლის.
ახლა კიდე მეტად გართულდა ვინმეს გაცნობა. ჯერ რომ ჩემი შესაფერისი ასაკის მდედრი უკვე იმ ასაკშია რომ ფერტილობა ლომის წილით არ ექნება. მერე კიდე გაცნობის მსურველი მაინც და მაინც მინიმუმ 2 შვილიანი ქმარს გაქცეული ქალია.
პლიუს რატომღაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია ეგ მოთხოვნა მამაკაცის მხრიდან რომ არ გსურს ოჯახ დაქცეული ქალის გაცნობა. გინდა ისეთი ქალი გაიცნო რომელსაც ჯერ აქამდე ოჯახი არ ყოლია, არც შვილები ყავს და თუ გააჩენს შენი შვილი იქნება. მე ვერ მივიღებ იმ თემას რომ შვილი ყველა შვილია. იმ შვილს თუ მამა ყავს, მიხედოს მამამისმა და დედამისმა ერთად. იქ მეორე მამაკაცის ჩართულობა დანაშაულიცაა. პლიუს რაც არ უნდა გადაყვე ეგეთ ბავშვს, მისტვის მაინც მტერი იქნები ბოლომდე, რომელმაც მამამისის ადგილი დაიკავა. მისი წმინდა და გაურყვნელი გონება ვერ განსაზღვრავს რომ შესაძლოა სწორედ რომელიღაც (ან ორივე) მისი მშობლის დებილური საქციელის გამო აღარ აქვს ახლო ურთიერთობა მამამისთან. ის მოძებნის მტერს აქ და რა თქმა უნდა მტერი იქნები შენ!!! 100 დან 100 შემთხვევაში ეგრეა. ყოველ შემთხვევაში იმ სანაცნობო წრიდან სადაც ასეთი ახალი ოჯახი შეიქმნა, ზუსტად ეგ პრობლემები გაჩნდა გერებთან მიმართებაში. რამდენიც გადაყვნენ თან სხვის შვილებს, იმ სვილებმა რომ იტყვიან ნაჩუქარ ოქროზე დაუჯვეს.
ხო და რატომ უნდა მინდოდეს მე ახლა ქმარ გამოქცეული ქალი? მით უმეტეს მაგ გაგებით რომ ჯერ კიდევ საკითხავია ვისი ბრალეულობა იყო ის გაყრა? ლომის წილით ამ ბოლო დროს წარმოებული გაყრების ინიციატორები სწორედ ქალები არიან და არა კაცები. მიზეზებს კიდე პოულობენ მარტივად. იმიტომ რომ დღევანდელ ქალს საერტოდ არა აქვს ოჯახის არსის შეგრძნება. არ იცის არც თავისი ადგილი, არც თავისი ქმრის და არც კიდე შვილების ინტერესი და მომავალი აღელვებს. გოგოების ჯგუფში წაიკითხავს ერთიორ პოსტს და მორჩა მოწამლული გონებით დღენიადაგ აფუჭებს ურთიერთობას ქმართან. რომელსაც რა თქმა უნდა მცირე შემოსავალი აქვს... ხო და დაჯერებული იმ მარზმით რომ ის მეტს იმსახურებს, იმ ერთად ერთ კაცსაც კარგავს. მერე იწყებს წუწუნს, რატომ არ მაქვ მე ოჯახ დაქცეულ ქალს მეორედ ბედნიერების უფლებაო.
ისე საინტერესოა რას გულისხმობენ ბედნიერებაში? ან რატომ უნდა იყოს მარტო ქალი ბედნიერი? კაცი? თუ კაცი ძაღლია და ერთი მაგისიც თუ არც მოკვდება კიდე? ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვთ ასეთ ქალებს მამაკაცის მიმართ.
იმ გაცნობილ ბატალიონ ქალებში რა თქმა უნდა უამრავი ოჯახ დანგრეული იყო. ხო და 100 დან 100 შემთხვევაში ყველა ყვებო და ერთი და იგივე სისულელე კონტექსტს, რომ გაყრის მიზეზი მისი მოძალადე ქმარი იყო რომელიც ატყუებდა ცემდა და თან კიდევ ღალატობდა. თუ კი ჩაეკითხებოდი ეგეთს და დეტალებში ჩაუღრმავდებოდი, აღმოაჩენდი რომ იმ კაცმა ეს დაკერა თავის დროზე ტყუილებით. ვირტუალური ოქროს კოშკები და სრა სასახლეები დაუხატა ჰორიზონტზე და პერსპექტივებით კიდევ შეიხ იბნ ალ აქსარს ჯობნიდნენ. ხო და ესენიც ავარდნენ იმ ჟეშტეულზე და გაყვნენ ცოლად კაცს რომელსაც სინამდვილეში 2 ოთახიანი ბინა ქონდა, სადაც მასთან ერთად დედა მამა და ძმა ან და ან ორივე ცხოვრობდა. საბოლოოდ როცა მიხვდებოდა ეს ქალი რომ მოატყუეს და არანაირი შეიხი იბნ ალაქსარი არ ეჭყანებოდა, იწყებდა დღენიადაგ კაცისთვის ტვინის დღვნას სრული მასშტაბით, რასაც რა თქმა უნდა პასუხი მოყვებოდა მეორე მხრიდან, დროთა განმავლობაში ეგ პასუხი გადადიოდა უკვე ისტერიულ სკანდალებში რაც გაყრით სრულდებოდა. თან ამ ყველაფერს იმ ვიწრო სოციუმსი აყურებინებდნენ თავის მცირე წლოვან შვილებს. რომლებსაც ისე გაურყვნეს და წაუბილწეს ამით ცნობიერება რომ მომავალში არც ეგენი ივარგებენ ოჯახში არც ერთი... ძირითადად სწორედ ეგეთი ქალები შემხვდნენ მე ვისაც ოჯახი ქონდა დანგრეული. მიზერული ერთეულები იყვნენ რომლებმაც ღალატის გამო დაშალეს ოჯახი და რომლის ქმარი მართლა პათოლოგი ხურუშიანი იყო ან ლოთი ან ნარკომანი. ხო და რამე შეიცვალა? მინდა ახლა მე ეგეთი ქალი სახლში? რისთვის რომ ახლა მე მიდღნას ტვინი? მეც კიდე ხომ ღარიბი ვარ თან და...
არა და მაგის დაკერვის შანსი არ იყო როგორც მივხვდი. თავი პრინცესა ეგონა და თეთრ რაშზე ამხედრებულ ვირს... კი არა და პრინცს ელოდებოდა. ხო და იმ კაცებმა გაიგეს რა უნდოდათ ამ ქალებს და ვირტუალურად მიართვეს...
მე კიდე ეგეთები არ შემიძლია. არც შემეძლო და არც მისაღები არაა.
ხო და რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა ამ მომენტში? არ მსურს გავიეორებ ისეთი ქალის გაცნობა რომელსაც ეს ესაა სხვა ოჯახი დაენგრა. გაცნობის საიტზე აზრი არც აქვს ვინმეს რამე მიწერო, 100 დან 97 მეძავია და ეგრევე ტაქსას გიწერს რა დაჯდება მასთან საათი ან ღამე.
ფეისბუკზეა უამრავი გაცნობა დაოჯახების ჯგუფები. სადაც თუ ვინმე არა ხართ წარმოიდგინეთ და... ლომის წილით ანონიმურად პოსტავენ და ანონიმურადვე აკომენტარებენ. შანსი იმისა გაიცნო ვინმე მიზერულია. თავად დაიწყო ვინმეს დაქექვა ასაკის მიხედვით ფეისზე გამორიცხულია. ქართველ მდედრობის ლომის წილს დაკეტილი აქვს თავისი გვერდი მათ შორის მეგობრებისთვისაც. არც ასაკს უთითებენ რომ გაიგო რამდენი წლისაა და ღირს თუ არა მიწერა, არც იმას დაოჯახებულია არც შვილებზე წერს რამეს არც კიდე საკუტარ ფოტოებს დებს. მილიონნახევარი სურათი უდევს და იქედან საკუთარი ერთიც არაა.
პლიუს მაგ ჯგუფები სავსეა არა თუ გაყრილი, ამ მომენტში ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფი მდედრებით. დაელაპრაკები და როგორ გამიბედე ოჯახი მყავს.
ოჯახი თუ ყავს გაცნობა დაოჯახების ჯგუფში რა დარჩა ვინმემ ამიხსენით?
ხო და შედეგი რა გვაქვს? გასული აღწერის და ბოლო აღწერის შედარებით 30% იანი დეპოპულაცია დადგინდა. ანუ მილიონი ქართველით ნაკლები დარეგისტრირდა.
გადავშენდებით გარანტირებულად ასე თუ გაგრძელდა.
ხო და ვინმეს რა აზრი გაქვთ საერთოდ თუ გამოიტანეთ აზრი ამხელა პოსტიდან (ისედაც წაკითხულიდან შინაარსის ვერ გამოტანაში რეკორდი გვაქვს ერში) დაწერეთ.