მქონდა ასეთი მუსიკალური სისტემა philips dcd7010/12
ვხმარობდი კომპიუტერზე დინამიკებად. Link-in-დან ვაერთებდი კომპზე.
აქვს სუფთა, ხარისხიანი ხმა. ცოტა ხნის წინ აღარ ჩაირთო, ქსელში რომ აერთებ ფონის განათება ანათებს მაგრამ არ ირთვება.
შეშელიძეზე მივიტანე და ეს ორიგინალია ვერ გავაკეთებთ ჩვენ მარტო ჩინურებზე ვმუშაობთო

საკითხი დგას ასე ან ეს უნდა გავაკეთო ან დინამიკები დავიტოვო და თვითონ საკრავის მაგივრად ხმის გამაძლიერებელი ვიყიდო.
დინამიკები არის თითო 50w 6ohm
ტექნიკის ხელოსანიც მირჩიეთ მირჩევნია ეს გავაკეთო ისევ და ხმის გამაძლიერებელსაც თუ შემარჩევინებთ მადლობელი დაგრჩებით.
ანუ ვეძებთ stereo ხმის გამაძლიერებელს რომელიც ამუშავებს 2x50w 6ohm სფიქერს.
იყოს თუნდაც D კლასი ოღონდ ნორმალური ხარისხის

///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...