ამ თემაზე გამახსენდა ეხლა უცებ.
ზოგადად, გოგოების საქციელი რამდენს მეტყველებს ხოლმე პროსტა.

ამას წინაზე გაჩერებაზე ვდგავარ ჩემთვის და ვიღაც შხვართი ქერა ნაშა გაიჩითა გლამურულად ჩაცმული და შავი სათვალეებით და რამე-რუმე. მოვიდა და დამიდგა ახლოს ძაან. ერთი-ორჯერ ავსმოტრ-დავსმოტრე და დაიწყო გატყლარჭვები იავნად.
მერე უცებ ვხედავ ტელეფონი გააძრო და ლამის ლოყაზე მომადო იმხელაზე გაწელა მკლავები. წინა კამერა ჩართო და თავის თავს უყურებდა ყველაფერი რიგზე ქონდა თუ არა იმოწმებდა რა. ეგრე ქონდა მოდებული კაი ხანი ლამის ზედ კეფაზე ტელეფონი და ვითომც არაფერი, არ იმჩნევდა და აგრძელებდა ტყლარჭვას კამერის წინ.
ნაფასი გადამცდა რამოდენიმჯერ სიცილისგან და მერე გავიწიე გვერდით რო თავში არ მომხვედრილიყო იმხელა დაბრონილი აიფონი ეჭირა.

ეს ტყლარჭვები და შავი, დაბურული სათვალეებიდან ჯეიმს ბონდური ვზგლიადები ხო არ ეყო და მერე ელექტრო სიგარეტი გააძრო ჩემ თვალწინ, გააბოლა რამოდენიმეჯერ და ჩაიდო ჩანთაში. ანუ, უფრო თესლი რო გამოჩენილიყო რა.

მერე აიარა-ჩაიარა რამოდენიმეჯერ, თანაც დისტანციას არ იცავდა გვერდზე ჩავლისას, მეთქი რაღაც უნდა მითხრას ამ ჩემისამ თქო ისე ახლოს ჩამიარა რამოდენიმეჯერ. თან სიცილისგან ვერ ვიკავებდი თავს ეგრე რო აკეთებდა.
ნუ, საკაიფო ნაშა იყო ვაღიარებ, ღირდა ასაპიკაპებლად, მარა გამომდინარე იქიდან რომ მე თვითონ ვარ ასაპიკაპებელი, პიკაპერობა არაა ჩემი პროფესია, ხოდა თუ თვითონ არ შემოვიდა გოგო ვერბალურ კონტაქტში ნებისმიერი მოგონილი მიზეზით თუნდაც, მე არ ვდგამ ნაბიჯს როგორც წესი.
ხოდა, ეხლა ეგეც ადგებოდა მაგ ამერიკელი ნაშებივით და დაიწყებდა წუწუნს სადმე ანონიმურ ონლაინ ჯგუფში ბიჭები არ მოდიან და არ მეჩალიჩებიან და რა გავაკეთო უფრო მეტად რო მივიქციო ყურადღებაო.

ჩემი აზრით კონიაკი აკლდა ან რამე ეგეთი დასალევი რო გაეძრო თესლი პატარა მეტალის ბოთლები როა ბრტყელი მაგითი. ეგეც რო ექნა მერე შეიძლებოდა მივსულიყავი უკვე.