გამარჯობა. ვიფიქრე, თუ ლათინურ დიაკრიტიკებიან სიმბოლოებს თავიანთი ცალკე code block-ები შეუქმნეს Unicode-ში, იმის მიუხედავად, რომ კომბინირებადი დიაკრიტიკების სიმბოლოებიც არსებობენ, ქართულის რატომ არ უნდა დავამატოთ-მეთქი. თანაც, არც ისე ბევრია სვანურში, სულ მცირე 13 ახალი ასო. მათი დამატება ბეჭდვასაც გაადვილებს, ვინაიდან იმ წყაროებში, რომლებშიც ვნახე, საკმაოდ ხშირად მხვდებოდა.

ისეთივე თანმიმდევრობით ჩამოვთვლი, როგორც სურათზეა:
1. ა̈ - ანი დიერეზისით, სვანურში /æ/ ხმოვანს აღნიშნავს;
2. ა̈̄ - ანი დიერეზისითა და მაკრონით. იმავე ხმოვნის გრძელი ფორმაა. სხვადასხვა წყაროში დიაკრიტიკების თანმიმდევრობა სხვადასხვა იყო (მაკრონი პირველი და შემდეგ დიერეზისი), მაგრამ ერთსა და იმავე ხმოვანს აღნიშნავს მაინც;
3. ე̄ - ენი მაკრონით. ინგლისურ ვიკიპედიაზე ე-მერვეა მითითებული, თუმცა ქართულზე და ჩემს მიერ მოძიებულ წყაროებში მის მაგივრად ყველგან ე̄ იყო;
4. ი̄ - ინი მაკრონით;
5. ო̈ - ონი დიერეზისით, აღნიშნავს ხმოვან /œ/-ს. ინგლისურ ვიკიპედიაზე ასევე დიგრაფი "ჳე"-ცაა მითითებული;
6. ო̄ - ონი მაკრონით;
7. ო̈̄ - ონი დიერეზისითა და მაკრონით;
8. უ̈ - უნი დიერეზისით, აღნიშნავს ხმოვან /y/-ს;
9. უ̄ - უნი მაკრონით;
10. უ̈̄ - უნი დიერეზისითა და მაკრონით;
11. უ̂ - უნი ცირკუმფლექსით, იგივე "უბრჯგუ", აღნიშნავს ფონემა /w/-ს;
12. ჷ̄ - ჷნი მაკრონით, აღნიშნავს ნეიტრალური შვის გრძელ ვარიანტს /ə/;



↑ ეს უდიური ენის ლექსიკონიდანაა, "უდიური ენა. გრამატიკა, ქრესტომათია, ლექსიკონი" თსუ-ს გამომცემლობა, 1971.


კიდევ სხვა წყაროებიც მაქვს მოძიებული.