სანამ ჩვენ აქ უკრაინაზე და ტრამპზე ვბჭობთ, ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კაცმა, პიტერ თილმა სან-ფრანცისკოში სულ ახლახანს 4-ნაწილიანი ლექცია წაიკითხა ანტიქრისტეზე. ჩანაწერები არ გასაჯაროვებულა, მაგრამ რამდენიმე მეორად წყაროზე დაყრდნობით, ბევრი საუბარი იყო ხელოვნურ ინტელექტზე, პავლეს ეპისტოლეებზე და გრეტა თუნბერგზეც კი.
პალანტირის (კომპანია, რომელზეც დღევანდელი FBI დგას) მამამთავრის აზრით, მსოფლიო მოვლენების დინამიკა სულ მალე ასე წარიმართება: დეცენტრალიზაცია, პოლიტიკური რადიკალიზაცია, დოლარის ჩამოშლა და პოლარიზაცია საბოლოოდ მიგვიყვანს იმხელა ქაოსამდე და კოლექტიურ შფოთვამდე, რომ გამოჩნდება ფიგურა, რომელიც დაგვპირდება ყველაფრის რეგულაციას და ტოტალურ კონტროლს. ანუ ბატონი თილი ამბობს, რომ ეს ფიგურა იქნება მემარცხენე, ტექნოსკეპტიკოსი და, არც მეტი არც ნაკლები, გეი ებრაელი (ეს ძირითადად ქრისტიან მამათა ვარაუდია, რომელსაც თილი იზიარებს). ეს იქნება სიბნელის ანგელოზი, იგივე ანტიქრისტე.
ანუ ჩვენ რომ გვგონია, რომ ტრამპი (რომელიც სხვათა შორის თილის დიდი ძალისხმევით და მილიარდებით გახდა 47-ე პრეზიდენტი) დასასრული და კატასტროფა, შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ ერთი ესქატოლოგიური ფიგურა, ე.წ. რომის უკანასკნელი იმპერატორი, რომლის სიკვდილიც ბევრი თეოლოგის აზრით ბოლო ჟამის დასაწყისი იქნება.
თუკი ეს ყველაფერი შიზოფრენიულ ბოდვად გეჩვენებათ, გაითვალისწინეთ, რომ ეს თეორია მოდის იმ კაცისგან, რომლის სურათებსაც ქვემოთ დავპოსტავ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «