საქართველოში შეღებილ კალმახს ორაგულად, პიგმენტით გაწითლებულ ხიზილალას კი ორაგულის ხიზილალად ასაღებენ | ამის შესახებ ვრცელ სტატიას რადიო თავისუფლება აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მყიდველს უმალავენ, რომ მკვეთრად ნარინჯისფერი თევზისა და ხიზილალის ფერი საკვები საღებავებით, პიგმენტებით, ხელოვნურადაა მიღწეული. იმისთვის, რომ კალმახი ორაგულად გასაღდეს, კვებისას საკვებ საღებავებს უმატებენ
“თევზის წონა როცა გახდება 300-350 გრამი, ვიწყებთ პიგმენტირებული საკვების მიცემას, 2-3 თვე სჭირდება თევზს ხორციც რომ გაუფერადდეს და ქვირითიც გაუწითლდეს, ზუსტი დრო უნდა იცოდე, როდიდან დაუწყო სპეციალური საკვების მიცემა“ - ეუბნება ერთ-ერთი მეკალმახე რადიო თავისუფლებას
“კლიენტია მიჩვეული, რომ ხიზილალაც და თევზიც უნდა იყოს წითელი, ეს ჰგონიათ კარგი. ვაჭარი ეუბნება, ფერით ნახე, ორაგულიაო. ორაგულად აღიქვამენ, მაგრამ კალმახია” - ამბობს კიდევ ერთი მეკალმახე მათთან საუბრადიო თავისუფლების ცნობითვე, ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების მიზანი საღებავიანი საკვების გამოყენებისას თევზის სასაქონლო იერსახეა. რაც უფრო ნარინჯისფერია ცისარტყელა კალმახის ხორცი, მით უფრო ემსგავსება თავის ძვირიან ნათესავს, ზღვის/ოკეანის ორაგულს. 1 კგ ცისარტყელა კალმახი ქართულ ბაზარზე დაახლოებით 20-30 ლარი ღირს, 1 კგ ზღვის/ოკეანის ორაგული კი 40 დან 100 ლარი
რადიო თავისუფლება
https://www.facebook.com/100065180380404/po...suEtAl/?app=fbl * * *
გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.