Laughing-Buddhaმოჩვენებებს დასდევთ ბატონო. საერთოდ თავდაყირა დააყენე ყველა კვლევა. მონადირეები იყვნენ კოლექტივისტები - ფერმერები ინდივიდუალისტები. ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო კონსენსუსი.
https://books.google.com/books?id=3b6uo2ZLz...atherer&f=false ფერმერობა უკვაშირდება ინდივიდუალიზმის აღმოცენებას. მონადირე იყო კოლექტივისტი, მონადირეები თავს ინდივიდებად არ მოიხსენიებნდენ არამედ ჯგუფებად. მონადირეების ტომი იყო ერთი სხეული ფაქტიურად ერთი ინდივიდი. ყველაფერი იყო საერთო ამ ჯგუფში, ცოლ ქმრობაც კი არ ჰქონდათ ფაქტიურად მობილური ორგია იყო. (პრიმატოლოგიას შეხედეთ მაგალითებისთვის)
ფერმერობის შემოსვლისას პირველად შეიქმნა ოჯახი და გამოეყო ტომს. აქ უკვე ერთ ოჯახს შეეძლო თავისი კერა შეექმნა და ცალკე შეენახა თავი. ფერმერებში კოლექტიური აზროვნება მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა რაც სამეფოების და საზოგადოების შენება დაიწყო (სარწყავი არხების გაყვანა, წყლის განაწილება, საზღვრების დადგენა, ა.შ. პირველი ფერმერები უბრალოდ ოჯახებად სახლდებოდნენ თავისუფალ მიწაზე და მხოლოდ წვიმაზე იყვნენ დამოკიდებული. ასევე მაგალითისთვის აღმოსავლეთ აზიაში ადრე შეიქმნა ძლიერი კოლექტიური სტრუქტურები რადგან ბრინჯის მოყვანას ირიგაციის მთელი სისტემები ჭირდებოდა. ინდივიდუალურად ამის მოხერხება რთული იყო.
მეცხვარეებიც კოლექტივისტები იყვნენ. ასი ცხვარი თუ გყავს კაცს მაგრამ თავს ვერ იცავ, მოვა ვინმე, მოგკლავს და იმისია ცხვარი. მეცხვარეებს/მეთხეებს ყველაზე ძლიერი ტომური სტრატიფიკაცია ჰქონდათ რადგან მონადირისგან განსხვავებით ვისი მთავარი მიზანი საჭმლის მონადირებაა, მეცხვარეს საჭმელი უკვე აქვს მისთვის მთავარია თავი დაიცვას მტრისგან და საძოვრიდან განდევნოს კონკურენტი. ამიტომაც მეცხოველეები ამ დროს იყვნენ ყველაზე საშიში, აგრესიული და მებრძოლი ხალხი.
This post has been edited by FullbackAce on 9 Jan 2026, 20:00