#62366381 · 22 Nov 2025, 19:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ფორუმელებო, საინტერესო თემაზე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. მოდით ვისაუბროთ ფუფუნების საგნებზე — თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, რა ითვლება რეალურ ფუფუნებად? იყო დრო, კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა ან თუნდაც ავტომობილი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, მაგრამ დღეს ეს უკვე ელემენტარული საჭიროება და კომფორტია. ზღვარი აუცილებლობასა და ფუფუნებას შორის თითქოს წაიშალა. ბევრი იტყვის, რომ ფუფუნება დიდი, ფეშენებელური ვილა და სასახლეა. პირადად მე, ეგეთები საერთოდ არ მხიბლავს. მირჩევნია მქონდეს მოწესრიგებული, კომფორტული 3-ოთახიანი ბინა და სიმშვიდე, ვიდრე უზარმაზარი სახლის მოვლაზე ვხარჯავდე დროს. აბა ჩამოწერეთ, რა არის თქვენთვის ის ნივთი ან მოვლენა, რასაც დღეს ფუუფნებად თვლით?
|