#62369854 · 25 Nov 2025, 01:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, ხალხო, სერიოზულად მოგიყვებით ჩემს ბიზნეს გეგმაზე და მჭირდება თქვენი, როგორც პოტენციური აქციონერების აზრი.
მსოფლიო გაგიჟდა. შეხედეთ ევროპელებს, ამერიკელებს, იაპონელებს. ხალხი იხოცება სტრესით. 'Burnout', დეპრესია, შფოთვა, დედლაინები, კარიერული მარათონი... ტიპები იხდიან ათასობით დოლარს იოგაში, მედიტაციაში, ფსიქოლოგებში, რომ როგორმე დამშვიდდნენ და ისწავლონ მოდუნება. და მაინც ვერ დუნდებიან.
აქ კი, ჩვენთან, საქართველოში, გვაქვს ბუნებრივი რესურსი, რომელიც ნავთობზე ძვირფასია. ეს არის ჩვენი ეროვნული სუპერძალა — 'დაიკიდე'.
ჩვენი 'დაიკიდე' არ არის უბრალოდ სიზარმაცე. არა, ეს ფილოსოფიაა. ეს არის ნირვანა. ეს არის უნარი, უყურო როგორ ინგრევა სამყარო შენს გარშემო, როგორ გიყვირის შეფი, როგორ გაქვს ვალი ბანკში, და მაინც მშვიდად ჩაარტყა ხინკალი, დალიო ლუდი და თქვა: 'აუ, მოგვარდება რა, სად წავა'.
იდეა: ვხსნი საერთაშორისო ქოუჩინგ ცენტრს თბილისში. ჩამოგვყავს გადამწვარი უცხოელი მენეჯერები და ვუტარებთ მასტერკლასებს:
ლექცია I: 'ხვალ' — როგორც მეტაფიზიკური ცნება. რატომ არ უნდა გააკეთო დღეს ის, რაც შეიძლება არასდროს გაკეთდეს?
ლექცია II: დაგვიანების ეტიკეტი. როგორ მივიდეთ შეხვედრაზე 40 წუთის დაგვიანებით ისე, რომ თავი ისევ მეფედ ვიგრძნოთ (სპეც-კურსი: 'საცობი იყო').
პრაქტიკული: 'ბირჟაზე დგომა'. 5 საათი ვდგავართ უბანში, არაფერს ვაკეთებთ, ვჭამთ მზესუმზირას და ვლაპარაკობთ არარსებულ მანქანებზე. ეს არის ზენ-ბუდიზმის ქართული ვერსია.
წარმომიდგენია, ჰანსი მიუნხენიდან როგორ ზის პლეხანოვზე, აცვია შავი 'კურტკა', იფურთხება ძირს და პირველად ცხოვრებაში გრძნობს სულიერ სიმშვიდს, რადგან მიხვდა, რომ დედლაინი ილუზიაა.
ჩვენ არ ვართ ზარმაცები, ჩვენ ვართ ემოციური სტაბილურობის გურუები! აბა რას იტყვით? გავქაჩავთ ამ სტარტაპს თუ ისევ 'ხვალისთვის' გადავდოთ?
--------------------
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate "Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain." "El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს
|