მოკლედ, ვიცი, ახლა აქაური „სისუფთავის მცველები“ შემესიებით, მაგრამ მოდი, ემოციების გარეშე, ცივი გონებით და ლოგიკით ვიმსჯელოთ.
რატომ იბანთ ხელებს ტუალეტის შემდეგ? ინერციით? თუ მართლა გაქვთ არგუმენტი?
აი, ჩემი 4 რკინის არგუმენტი, რატომ არის ეგ პროცედურა ზედმეტი და უაზრო დროის კარგვა:
> 1. ქაღალდის ბარიერი და ფიზიკა
> ხალხო, 21-ე საუკუნეა. ტუალეტის ქაღალდი არ არის მარლა. თუ იყენებ ნორმალურ, მრავალშრიან ქაღალდს და არ გაქვს მოტორიკის პრობლემა, შენი ხელი ფიზიკურად არ ეხება არაფერს. თუ ქაღალდი გაიხა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ „მშრალი“ პროცესის დროს ხელის დაბანა იგივეა, რაც პურის ჭამის შემდეგ ხელების სპირტით დამუშავება — პურს ხომ ხელი მოკიდეთ?!
2. სხეულის სისუფთავის პარადოქსი
> დილით ხომ იღებთ შხაპს? ესე იგი, თქვენი სხეული (მათ შორის ეგ ადგილიც) არის სუფთა. თქვენივე სხეულია, რადიოაქტიური ნარჩენი ხომ არაა? თუ საკუთარი სხეულის გეზიზღებათ, ფსიქოლოგთან უფრო გაქვთ საქმე, ვიდრე ონკანთან.

3. კარის სახელურის თეორია
> აი, დაიბანე ხელი, გამოხვედი და მოკიდე ხელი საზოგადოებრივი ტუალეტის კარის სახელურს. გილოცავ! იმ სახელურზე უფრო მეტი და საშიში ბაქტერიაა, ვიდრე შენს უკანალზე. ანუ დაბანის ეფექტი მომენტალურად ნულდება. აზრი?
4. იმუნიტეტის დაქვეითება
> ზედმეტი სტერილურობა კლავს იმუნიტეტს. ორგანიზმს სჭირდება მცირე დოზით ბაქტერიებთან კონტაქტი, რომ ფორმაში იყოს. თქვენ კი საპნით და ანტიბაქტერიული სითხეებით აშტერებთ იმუნურ სისტემას. მერე გიკვირთ, ქარი რომ დაუბერავს, სიცხე რატომ გაქვთ.
დასკვნა: ხელების დაბანა ტუალეტის შემდეგ არის საპნის მწარმოებლების ლობირებული მითი და სოციალური წნეხი.
> Abatqvit, rom vcdebi.
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate
"Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain."
"El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს