დიდი ხანია ფორუმზე არ ვყოფილვარ და გადავხედე ძველ თემებს და ჩემდა, სამწუხაროდ აქ ხალხს თურმე იმედი ჰქონდა ხაბეს და 4 ოქტომბრის, რომელიც რეალურად ქოცების დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომელიც კიდევ ერთხელ ჭამა ოპოზიციამ და ხალხმა.
ქოცებს პარტიების გასაუქმებლად სჭირდებოდათ მიზეზები და ეგ 4 ოქტომბრის აქცია სწორედ მაგ საქმეს ემსახურებოდა.
ხაბეს და ნაცებს გადაუგდეს საკენკი, რომელიც წარმატებით აკენკეს ნაცებმა და ხაბემ.
სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციის ლიდერი გარიგებულია ქოცებთან და მათ სპექტაკლებში იღებენ აქტიურ მონაწილეობას.
4 ოქტომებრს საჭირო იყო მაქსიმალურად ბევრი ძალადობა და მსხვერპლი, მაგრამ ქოცებმა გადაწყვიტეს მაქსიმალურად დაეზღვიათ საკუთარი უკანალი, ამიტომ ოპოზიციაში მათ მიერ ჩანერგილმა აგენტებმა ქოცების მითითების შედეგად პარლამენტი კი არა, შტურმისთვის შეარჩიეს პრეზიდენტის სასახლე, რომელიც არანაირ სტრატეგიულ ობიექტს არ წარმოადგენს და გაითამაშეს ეგ სპექტაკლი, მაგრამ ოპოზიცია ისეთი იმპოტენტი გამოდგა, ეგ საქმეც ვერ მიიყვანეს ბოლომდე, ანუ მსხვერპლი არ დაიდო.
როგორ ვერ იგებთ ასეთ ელემენტარულ რაღაცებს, გასაკვირია პირდაპირ და ამდენი წელია კიდევ ამ ოპოზიციის იმედი რომ გაქვთ და მათი რევოლუციის ლოდინში რომ ბერდებით