#62592710 · 15 May 2026, 20:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ,
ბოლო 5 თვეა რაც საკმაოდ ხშირად, Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფებში, სადაც წლებია გაწევრიანებული ვარ Facebook ავტომატურად მიქენსელებს პოსტს. რაღაცას რომ დავპოსტავ და ვიკიტხავ ავტომატურად მიდის, რომ თითქოს ადმინმა უნდა შეამოწმოს. რამდენჯერმე ადმინსაც დავუკავშირდი, დაადასტურა, მაგრამ მაინც არ ჩანს პოსტი და სადღაც გამქრალია.
ან მეორე შემთხვევაა, როცა იპოსტება, მაგრამ ზუსტად 30 წუთის შემდეგ დაკომენტარების ფუნქცია ეთიშება და შესადამისად რადგან ვერავინ აკომენტარებს ან არაა აქტიური, ის პოსტი ქვევით მიდის და იკარგება. ვერც ვერავინ აკომენტარებს.
პროფილზე შეზღუდვა და მსგავსი არაფერი მაქვს, არც ადმინებს აქვთ იმ ჯგუფებში რაიმე შეზღუდვები და ვერ გავიგე რა ხდება.
გავაკეთე სხვა პროფილის და იქაც იგივე დაიწყო ზუსტად. მითომ Facebook ის სისტემა აღიქვამს, რომ ერთიდაიგივე მობილურიდან ორ პროფილზე შევდივარ და მიწესებს ამ მეორე პროფილზე ამ შეზღუდვებს?
ვინმეს ხომ არ გაქვთ მსგავსი სიტუაცია და თუ იცით რატომ ხდება ეს, რა რჩევებს მომცემთ?
--------------------
გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება. ( წმ. იოვანე ოქროპირი)
|