რკენა შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი ორგანიზაციაა. სახელი წმინდა ქართულია, იდეაც საქართველოში გაჩნდა, მისი მისია კი ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში MMA-ის კიდევ უფრო პოპულარიზაციასთან ერთად მისი, როგორც კულტურის განვითარებაა.
ორგანიზაცია 2025 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია.
რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული მედია 14 ქვეყანაში ოპერირებს. ჩვენი მედია-პლატფორმა სპორტის მილიონობით ქომაგს სპორტის ყურების უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს და უკვე წლებია, ამ მისიას თავს წარმატებით ართმევს.
თავად ორგანიზაცია რკენას მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო არენისთვის მომზადებაა.
MMA-ის ჭრილში, ჩვენს რეგიონში მთავარ გამოწვევას სწორედ ეს წარმოადგენს – არაერთი საბრძოლო ხელოვნების დიდი რაოდენობით ენთუზიასტსა და მათ პოტენციალს სჭირდება პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, მებრძოლები გზას საერთაშორისო ასპარეზზე გაიკვლევენ.
ამიტომაცაა, რომ რკენამ ამთავითვე მთავარ გამოწვევას დაუმიზნა და სისტემური, მიზანმიმართული ნაბიჯებით, საქართველოსა და მთელს რეგიონში ორგანიზაციის განვითარების პროპორციულად, საერთაშორისო დონეზე, მებრძოლების თვითდამკვიდრებისთვის იბრძოლებს.
You need more than guts to be a good gangster. You need ideas.