#62379947 · 2 Dec 2025, 02:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხომ არ ჯობია, რომ დავანებოთ ფიქრს თავი? უფრო საინტერესო არ იქნება სამყარო ფიქრის გარეშე? რა გინახიათ ფიქრისგან აშენებული და ღირებული? – არაფერი.
მაგალითად, ანთია წითელი შუქნიშანზე, ან მწვანე, შენ კი მატრიცაში ხარ, ფიქრობ ფერებს შეუხამო ის, თუ რას მოიმოქმედებ, გადახვალ თუ დაიცდი.
ფიქრები განსაზღვრავენ მოქმედებებს და ეს არის მატრიცა. არ უნდა იყოს წითელ ან მწვანე ფერზე დამოკიდებული, ზებრაზე გადახვალ თუ დაიცდი. მოქმედებებს არ უნდა განგვისაზღვრავდეს ფიქრით შექმნილი მატრიცის კონცეფციები, როგორიც არის შუქნიშნები და მსგავსები. სანამ მათ ბორკილებქვეშ ხართ, იქამდე მატრიციდან ვერ გახვალთ!
რაც შეეხება მოქმედებებს ფიქრის გარეშე, ანუ, რა უნდა მოვიმოქმედოთ ზებრაზე? პირველ რიგში, არ უნდა ვიფიქროთ! არსებობს ასევე ინსტინქტი, რომელმაც შეიძლება შიში აღგვიძრას წითელზე გადასვლისას, მაგრამ არც მაგ ინსტინქტებს უნდა დავემონოთ, თუ გვინდა, რომ მატრიციდან გავაღწიოთ!
შენ თუ ხარ ზეადამიანი, ფიქრებს და ინსტინქტებს არ უნდა მონდებოდე. შენ უნდა იმონებდე სამყაროს! შენ აკონტროლებ ყველაფერს: შუქნიშანს, ტრაფიკს, აზრებს, კონცეფციებს – უბრალოდ ვერ იაზრებ ჯერ ამ ყველაფერს.
მხოლოდ შენს გონებაში არსებობს შუქნიშანი, რადგან პროგრამა გაქვს ჩაწერილი მასში შუქნიშნის. ისევე, როგორც ვინდოუსს აინსტალირებენ სუფთა კომპიუტერზე.
მანქანა ილუზიაა, ზებრა ილუზიაა, წითელი და მწვანე ილუზიაა. ხარ მხოლოდ შენ! გინდა მატრიციდან გასვლა, თუ გირჩევნია მასში დარჩე? ხარ საკმარისად გაბედული, რომ მატრიციდან გახვიდე? ხარ საკმარისად გაბედული, რომ აღიარო სიმართლე, რომ ყველაფერი შენ ხარ, მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი არ არსებობს, ილუზიაა? მაგრამ შენ არსებობ და შენ ხარ. შუქნიშანი კი ილუზიაა.
--------------------
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate "Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain." "El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს
|