#62383311 · 4 Dec 2025, 12:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი ხნის წინ ვფიქრობდი, რომ ნორმალური და წარმატებული სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელია ლიბერალური მიდგომებით და ისე რომ დემოკრატიის ჩარჩოებიდან არ გახვიდე. ხისტი პოლიტიკა, რომელიც დიქტატურას მიუახლოვდება, რა თქმა უნდა ეფექტურია, მაგრამ საბოლოო ჯამში სიკეთის სახელით ვიღებთ დიდი ბოროტებას, რომელიც საბოლოოდ გადაიზრდება დაუსრულებელი დიქტატურაში. ამ ბოლო დროს, როდესაც ქართველ ერს ვუყურებ პესიმიზმი მიპყრობს და უკვე საკუთარ თავთან ვაღიარებ, რომ ვცდებოდი და ამ ერის გადარჩენის ერთადერთი გზა გახლავთ სწორედ დიქტატურასთან მიახლოებული რეჟიმის დამყარება, რათა მოხდეს ხის გაწმენდა დამპალი ნაყოფისგან და იმ მცირე ჯანსაღ ნაყოფის ხსნა მოხერხდეს, სანამ ხის მთლიანად მოჭრა არ გახდება საჭირო, თორემ მერე უკვე გვიანი იქნება.
რას ვგულისხმობ ახლა დიქტატურასთან მიახლოებული რეჟიმის დამყარებასთან: ყველა ბობოლ ქოცს, რომლებსაც მაღალი თანამდებობა ეკავათ ქოცების რეჟიმის დროს უნდა აეკრძალოთ ნებისმიერი სახით პოლიტიკაში მოღვაწეობა, ასევე ხმის მიცემის უფლება არჩევნებში ჩამერთვათ. იგვე ბედი უნდა გაიზიაროს იმ ხალხმა გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობაში რომ მიიღო მონაწილეობა. ამავე კატეგორიაში უნდა ჩაიყაროს ის ხალხი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში თუ ღიად რუსეთს რომ ქომაგობენ უკრაინასთან ომში; ამათ გვერდზე უნდა მიუსვან ე.წ ქუჩის ფილოსოფიის მიმდევრები და ასე ე.წ კანონიერი ქურდები.
ყველა პრორუსული პარტია და ტელევიზია და სხვა მასმედიის საშუალებები უნდა დაიხუროს, თუნდაც ფეისბუქის და ტიკტოკის გვერდები. ტროლობა უნდა გახდეს დასჯადი. ასევე უნდა აიკრძალოს მეგრული და სვანური ენის ლანძღვა და აჭარლებზე და ზოგადად მუსლიმ ქართველებზე აუგის თქმა რელიგიის გამო.
ასევე ეს ფსევდო-ისტორიული ბოდვების გავრცელება უნდა აიკრძალოს, რომელიც აყლევებს ხალხს, კერძოდ შუმერების შთამომავლები რომ ვართ, ბასკების მონათესავე ხალხი, ერთი ქართველი რომ 100 თათარს ერეოდა, დიდგორზე რომ 600000 მუსლიმი დავამარცხეთ და ათასი იდიოტიზმი.
კიდე ბევრი რაღაცის დამატება შეიძლება.
თქვენ რას ფიქრობთ საჭიროა ასეთი მკაცრი მიდგომა თუ დემოკრატიის წესები ბოლომდე უნდა დავიცვათ და ერი თავისით გამოფხიზლდება ?
|