დონორის მუტირებული სპერმა, რომელიც კიბოს ალბათობას ზრდის, 14 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც გაიგზავნა: ჩაისახა ასეულობით ბავშვი - BBC-ის სკანდალური გამოძიება
“მასშტაბური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ სპერმის დონორი, რომელმაც არ იცოდა რომ გენეტიკური მუტაციის მატარებელი იყო, ევროპაში სულ მცირე 197 შვილის მამა გახდა. გენეტიკური მუტაცია მნიშვნელოვნად ზრდის კიბოს რისკს... ბავშვების ნაწილი უკვე გარდაიცვალა და მხოლოდ უმცირესობა გადარჩა - მათ მუტაცია მემკვიდრეობით მიიღეს,“ - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული სპერმა დანიის ევროპულმა სპერმის ბანკმა გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სპერმა ძალიან ბევრი ბავშვის ჩასახვისთვის გამოიყენეს.
BBC-ის ინფორმაციით, მუტირებული დონორის სპერმა საქართველოში მდებარე რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკებშიც გამოაგზავნეს.
14-მა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ სპერმა მიღებული იქნა ანონიმურად მამაკაცისგან, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დონაციისთვის ანაზღაურება გადაუხადეს. მის ბიოლოგიურ მასალას ქალები დაახლოებით 17 წლის განმავლობაში იყენებდნენ.
მამაკაცი ჯანმრთელია და დონორად ვარგისიანობის შესამოწმებელი ყველა ტესტირება წარმატებით გაიარა, თუმცა აღმოჩნდა რომ მისი ზოგიერთი უჯრედის დნმ-მა მუტაცია განიცადა. ამან დააზიანა TP53 -გენი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს კიბოს უჯრედების განვითარების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შედეგად, ასეთი სპერმით დაბადებულ ბავშვებშიც აღინიშნება მუტაცია.
ეს მდგომარეობა ლი-ფრაუმენის სინდრომის სახელითაა ცნობილი და კიბოს განვითარების 90%-მდე ალბათობასთან ასოცირდება.
"დამანგრეველი დიაგნოზია... ამ რისკით ცხოვრება დიდი ტვირთია“, - განუცხადა BBC-ს ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის გენეტიკურმა ონკოლოგმა, პროფესორმა კლერ ტერნბულმა.
სიმსივნის გამოსავლენად საჭიროა მთელი სხეულისა და ტვინის ყოველწლიური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ასევე მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ევროპის სპერმის ბანკმა განაცხადა, რომ "თავად დონორს და მის ოჯახის წევრებს არანაირი დაავადებების კვალი არ აღენიშნებათ“ და რომ ასეთი მუტაცია "გენეტიკური სკრინინგის პროფილაქტიკური გზით არ არის აღმოჩენილი“.
დონორი დაუყოვნებლივ დაბლოკეს. უცნობია, სულ რამდენი ბავშვი ჩაისახა აღნიშნული ბიოლოგიური მასალით.
სრულად
https://www.ambebi.ge/article/336155-donoris-mutirebuli-sperma-romelic-kibos-albbtoa as/://https://www.ambebi.ge/article/33615...bos-albbtoa as/https://www.bbc.com/news/articles/ckgmy90z9...itZ_IVnMRY7bRGAგამოღლევდები კაცი