არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი ხასიათი ყალიბდება ღრმა ბავშვობაში და თუ მისი შეცვლა გვინდა, ის საკითხებიც უნდა დავამუშაოთ, რომლებმაც მისი ჩამოყალიბება განაპირობეს.
არსებობს ტექნიკები, რომლებითაც ასეთ საკითხებზე მუშაობაა შესაძლებელი. მას, როგორც წესი, ფლობენ კარგი ფსიქოლოგები — შესაბამისი ნიჭის მქონე ადამიანები, რომლებიც გარდა ნიჭის ქონისა ადამიანის ფსიქოლოგიასაც წლების განმავლობაში გულდასმით სწავლობენ და შესაბამის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ.
ამიტომ საუკეთესო გზა კარგ ფსიქოლოგთან ერთად მუშაობაა.
ფინანსურ ხარჯებთან შეჭიდება თავად მოგიწევს, რადგან ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენს ქვეყანაში არც სახელმწიფო და არც კერძო დაზღვევა ფსიქოთერაპიას არ აფინანსებს.ძლიერთა ამა ქვეყნისათა თვალსაწიერში ჩვენნაირი ქვეყნების მოქალაქეები მხოლოდ ფიზიკურ ძალად (მონებად) მოვიაზრებით.
თუ ფსიქოლოგთან მუშაობას ვერ შეძლებ, მაშინ შეიძლება რამით დაგეხმაროს ფსიქოლოგიის შესწავლა. ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება, თან არასრულყოფილი, რადგან მხოლოდ თვითთერაპია არ არის ხოლმე საკმარისი, მაგრამ დაწყება შეიძლება და მერე დაიხმარდი ფსიქოლოგს, როცა შეძლებდი.
ფროიდი, ერიქსონი და კიდევ ბევრი იკვლევდა ადამიანის ხასიათის ფორმირების საკითხს.
სირცხვილის ზღვარგადასულ განცდას 1.5 - 3 წლის ასაკის კრიზისს უკავშირებენ, როგორც მახსოვს. შეგიძლია გაეცნო მათ მიერ შემუშავებულ ფსიქოსოციალური თუ ფსიქოსექსუალური განვითარების თეორიას.
იქნებ გადაულახავ ამოცანებზე მუშაობის ტექნიკებიც იყოს სადმე ხელმისაწვდომი. თუ მოიძიებ და ცდი, შეიძლება დაგეხმაროს.