#62408377 · 22 Dec 2025, 21:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაშა ბაქრაძესთან ინტერვიუში მთავარი თეზა ასეთი იყო: ჩვენ არ ვცხოვრობთ უბრალოდ პოლიტიკურ კრიზისში — ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქათა მიჯნაზე.
ტრამპი, AfD, ფარაჯი, ლე პენი — ესენი არ არიან მხოლოდ კონკრეტული ფიგურები ან „ცუდი პოლიტიკოსები“. ისინი არიან ნიშნები იმისა, რომ ძველი მსოფლიო იშლება.
ლიბერალური წესრიგი, განათლების, ინსტიტუციების და რაციონალური პოლიტიკის რწმენა — ყველაფერი, რაც „ნორმალურად“ გვეგონა, სერიოზულად ირყევა.
ტრამპის შემდეგ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. როგორი იქნება? — ეს ჯერ არავინ იცის.
ამავე კონტექსტში ვსაუბრობთ საქართველოზეც: ჩვენი ავტოკრატია არ არის გამონაკლისი, ის ამ გარდამავალი ეპოქის უკიდურესად უხეში და კარიკატურული ფორმაა.
და როცა ასეთი ეპოქა დგება, პირველი რაც ინგრევა — განათლებაა. რადგან ფიქრი საშიში ხდება გაურკვევლობის დროს.
ინტერვიუ მათთვის, ვინც ცდილობს არა მხოლოდ მოვლენების შეფასებას, არამედ ეპოქის გაგებას.
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|