ჰო რა, ალია ბალია სულ ესაა ... დმანახე რამე და დაგანახვებ რუმეს, დამილაიქე - დაგილაიქებ, ჩამომაკვრევინე და ჩამოგაკვრევინებ! :
... მთავარი მიზანი სოც-ქსელებისა არის - შექმნას რეალური სამყაროს ალტერნატიული სამყარო, სადაც ადამიანი შეძლებს რეალური ჩაანაცვლოს სასურველით, მთავარია მას დააჯერო, რომ სასურველი სამყაროს ილუზია და კაპრიზი ეს მისი უფლებაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და რომლის კომფორტსაც რეალური, გარე სამყარო უნდა ემსახუროს!☝...სოც.ქსელი ალტერნატიული ვირტუალური რეალობის შექმნის და მისით მანიპულირების საუკეთესო საშუალებაა, ის ნარკოტიკზე ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედებისაა...ის ჩირი-ბაბოებს უქმნის იმის ილუზიას, რომ 20 წლის ქალიშვილებზე უფრო ქორფები არიან, ხოლო ხელცქვიტ პაპებს უმყარებს უბეჟდენიებს, რომ თოხის ტარივით უდგათ და კოჭებამდე დასთრევთ! რომ მათ 60 წლის მერეც "შეიძლება თავიდან დაიწყონ ცხოვრება"!
This post has been edited by Stalker2005 on 21 Dec 2025, 08:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)