Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
მორცხვობის/მორიდებულობის დაძლევა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
StarBoy2323
Junior Member
ჯგუფი: Registered
StarBoy2323
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 273321
რეგისტრ.: 30-April 24
#62401578
· 17 Dec 2025, 02:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინც მორიდებული ანდა ძალიან მორცხვი იყავით, როგორ შეწყვიტეთ ესე ყოფნა?
ძაან მაინტერესებს, იმიტო, რო მე თვითონაც საშინლად მორცხვი და მორიდებული ადამიანი ვარ და არ ვიცი თავს რითი ვუშველო, არადა ყველა მაკრიტიკებს ჩემი მორცხვობის გამო. ძალიან მერიდება ხალხთან ლაპარაკი, მათ თვალებში ჩახედვა ა.შ, და თუ ვინმესთან ლაპარაკი დავიწყე, ყოველთვის მეწურება სასაუბრო თემები და არ ვიცი რაზე ვილაპარაკო, თანაც სულ მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ყველა ცუდად იფიქრებს ჩემზე ამ ყველაფრის გამო, ამ პოსტის დაწერაც მაგრა მერიდებოდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
წერილები: 2269
წევრი No.: 267710
რეგისტრ.: 3-September 22
#62401585
· 17 Dec 2025, 03:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაღლი კვერნა ბაყაყის თუ არ მოგერიდება რამე, ადამიანის რა უნდა მოგერიდოს? ადამიანიც იგივენაირი ცხოველი არ არის მაგალითად როგორც ბუზი?
ნუ ერთადერთი უნდა მოგერიდოს კანონსაწინააღმდეგო, რადგანაც შემდეგ შენ წინააღმდეგ ამხედრდებიან და წავა მასიური ჩაგვრა შენ წინააღმდეგ რომელსაც ვერ შეაჩერებ თუნდაც მილიარდელი იყო.
არა კანონსაწინააღმდეგო კი მოსარიდებელი ისაა მხოლოდ რასაც ან შენ წყვეტ რომ არის ან სხვები წყვეტენ და მათ უჯერებ
სხვებს თუ უჯერებ კი ანუ არ იცნობ კარგად სამყაროს რომ მხოლოდ შენ თავში მოყრილი ინფორმაცია იყოს საკმარისი შენთვის ყველაფრისთვის
გირჩევ იკითხო ბევრი და კინოებს უყურო ამით ბევრ ინფორმაციას შეიძენ სამყაროზე და დაძლევ სიმორცხვეს
სპადერმენი, ბეტმენი
წიგნებიდან ალისა საოცრებათა ქვეყანაში და ნარნიას ქრონიკები
--------------------
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate
"Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain."
"El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
φία
Tired Member
ჯგუფი: Registered
φία
Tired Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1438
წევრი No.: 246848
რეგისტრ.: 25-November 18
#62401702
· 17 Dec 2025, 11:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
StarBoy2323
QUOTE
ვინც მორიდებული ანდა ძალიან მორცხვი იყავით, როგორ შეწყვიტეთ ესე ყოფნა?
არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი ხასიათი ყალიბდება ღრმა ბავშვობაში და თუ მისი შეცვლა გვინდა, ის საკითხებიც უნდა დავამუშაოთ, რომლებმაც მისი ჩამოყალიბება განაპირობეს.
არსებობს ტექნიკები, რომლებითაც ასეთ საკითხებზე მუშაობაა შესაძლებელი. მას, როგორც წესი, ფლობენ კარგი ფსიქოლოგები — შესაბამისი ნიჭის მქონე ადამიანები, რომლებიც გარდა ნიჭის ქონისა ადამიანის ფსიქოლოგიასაც წლების განმავლობაში გულდასმით სწავლობენ და შესაბამის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ.
ამიტომ საუკეთესო გზა კარგ ფსიქოლოგთან ერთად მუშაობაა.
ფინანსურ ხარჯებთან შეჭიდება თავად მოგიწევს, რადგან ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენს ქვეყანაში არც სახელმწიფო და არც კერძო დაზღვევა ფსიქოთერაპიას არ აფინანსებს.ძლიერთა ამა ქვეყნისათა თვალსაწიერში ჩვენნაირი ქვეყნების მოქალაქეები მხოლოდ ფიზიკურ ძალად (მონებად) მოვიაზრებით.
თუ ფსიქოლოგთან მუშაობას ვერ შეძლებ, მაშინ შეიძლება რამით დაგეხმაროს ფსიქოლოგიის შესწავლა. ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება, თან არასრულყოფილი, რადგან მხოლოდ თვითთერაპია არ არის ხოლმე საკმარისი, მაგრამ დაწყება შეიძლება და მერე დაიხმარდი ფსიქოლოგს, როცა შეძლებდი.
ფროიდი, ერიქსონი და კიდევ ბევრი იკვლევდა ადამიანის ხასიათის ფორმირების საკითხს.
სირცხვილის ზღვარგადასულ განცდას 1.5 - 3 წლის ასაკის კრიზისს უკავშირებენ, როგორც მახსოვს. შეგიძლია გაეცნო მათ მიერ შემუშავებულ ფსიქოსოციალური თუ ფსიქოსექსუალური განვითარების თეორიას.
იქნებ გადაულახავ ამოცანებზე მუშაობის ტექნიკებიც იყოს სადმე ხელმისაწვდომი. თუ მოიძიებ და ცდი, შეიძლება დაგეხმაროს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bluejay
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
bluejay
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 325
წევრი No.: 277282
რეგისტრ.: 5-December 25
#62401790
· 17 Dec 2025, 12:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
StarBoy2323
Junior Member
ჯგუფი: Registered
StarBoy2323
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 273321
რეგისტრ.: 30-April 24
#62401880
· 17 Dec 2025, 13:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Pannialny @ 17 Dec 2025, 03:08 )
ძაღლი კვერნა ბაყაყის თუ არ მოგერიდება რამე, ადამიანის რა უნდა მოგერიდოს? ადამიანიც იგივენაირი ცხოველი არ არის მაგალითად როგორც ბუზი?
იმიტომ, რომ დაჯაგვრის და გაკიცხვის მეშინია, მგონია, რო მორიდებულად თუ არ მოვიქცევი, დამჩაგრავენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
φία
Tired Member
ჯგუფი: Registered
φία
Tired Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1438
წევრი No.: 246848
რეგისტრ.: 25-November 18
#62402394
· 17 Dec 2025, 18:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯეჯელავა როგორც ყველაფერში, ამ საკითხშიც უსაშველოდ დილეტანტია
მთელი ვიდეოს განმავლობაში ერთმანეთში ურევს ინტროვერსიას, სიმორცხვეს და გამოუცდელობას
საკითხზე მუშაობისას აჯობებს მეტად სანდო წყაროებს დაეყრდნოთ ხოლმე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ketaaa
)))
ჯგუფი: Registered
ketaaa
)))
ჯგუფი: Registered
წერილები: 180
წევრი No.: 264796
რეგისტრ.: 14-December 21
#62411596
· 25 Dec 2025, 15:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იმდენად კომპლექსური საკითხია ვფიქრობ როდესაც უკვე დიპლომირებული ფსიქოლოგი ვიქნები მაშინაც არ მექნება ერთი კონკრეტული პასუხი ))) საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით, მე პირადად ვძალადობ საკუთარ თავზე, თუმცა არ ვავნებ პირიქით დღის ბოლოს მადლობას ვეუბნები. როგორც კი ვატყობ, რომ საკუთარ ნებას ეწინააღმდეგება ის რაც შეძენილი თვისებაა ნუ ეს ხანდახან, ვგულისხმობ მორიდებულობას, იმ წამსვე თითქოს გარედან მიწოდებული ნერვული იმპულსია, რომელიც მაიძულებს რომ გავაკეთო. საკუთარ თავზე მუშაობას ხალხი ხან რას ეძახის ხან რას) თუმცა ჩემი აზრით საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარი თავის პოვნაა არსებულ კომპლექსებში და ამის დაბრუნება, ვინაიდან და რადგანაც ბავშვობიდან მოდის ჩვენი ყველა კომპლექსი და რჩება ჩვენს ცნობიერში, საკუთარ თავზე მუშაობისას სხვა თვისებებს და რაღაც რადიკალურად განსხვავებულ კარგ ადამიანს ხო ვერ ჩამოაყალიბებ, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ყოველივე იმ ბავშვობის თვისებების პოვნაა.
--------------------
Leo ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#62414488
· 28 Dec 2025, 04:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მთლად ისე, რომ ვინმესთან დალაპარაკების მრცხვენოდა, ეგეთიც არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე ყურადღების ცენტრში ვექცეოდი ყოველთვის, სერიოზულად მორცხვი ვიყავი. და რეალური დაძლევა დავიწყე სტუდენტობის პერიოდის ბოლოს, როცა უკვე სასწავლებელი დავამთავრე და მუშაობას შევუდექი, ანუ ხალხში გავედი. თუმცა იქაც ვჭედავდი ზოგჯერ. მალევე შევიცვალე პროფესია. პირველი საქმიანობა რომ არ მიყვარდა, ეგეც მოქმედებდა, სფეროს მიხედვით არ მსიამოვნებდა კომუნიკაცია.
მეორე პროფესია რომ ავირჩიე, სერიოზული ტრანსფორმაცია განვიცადე, ამას დაემთხვა სექსუალურ ცხოვრებაში მეტი გააქტიურებაც. მიყვარდა ის მეორე პროფესია, თან თვითდასაქმება იყო ფაქტობრივად და გავიხსენი, როცა იქით უნდა მეაქტიურა ადამიანებთან, ჯგუფების ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. ემოციურად ახლაც ჩაკეტილი ვარ, რადგან ჩემი მძაფრი და ღრმა ემოციები არ სჭირდება გარშემო სხვას, როგორც ვატყობ. მაგრამ თუ ადამიანი მაინტერესებს, ან ზოგადად რამე მჭირდება, კომუნიკაციას პირველი ვიწყებ და ფსიქოლოგიურ დომინაციასაც ვცდილობ ჭკვიანურად და არა უხეში მეთოდებით, მსიამოვნებს. მიყვარს სასურველი ადამიანების მოპოვება.
აირჩიე ისეთი პროფესია ან ჰობი, რომელიც კომუნიკაციის სიამოვნებას გაგრძნობინებს.
თავდაპირველად გამოარჩიე შენს სანაცნობოში ან გაიცანი ისეთი ადამიანი, ვისთანაც "ივარჯიშებ" შენს საკომუნიკაციო უნარებში. ისეთი, რომელთანაც იგრძნობ, რომ ესმის შენი და გაძლევს საშუალებას მასთან "ივარჯიშო".
და ჩემი პირადი რჩევა იქნება, აპრობირებული და უეჭველი მეთოდი - თუ ვარჯიშობ და ფიზიკურ აქტიურობას ეწევი, განავითარე შენში ჯანსაღი მამაკაცური აგრესია. ანუ სუფთა მამაკაცურად იაქტიურე. და თუ არ ვარჯიშობ, დაიწყე. განავითარე ძალა, მოქნილობა და სხვა უნარები. და ნახავ, როგორ ავტომატურად ჩაგერთვება სურვილები და მოთხოვნილებები. საკუთარი პრობლემის გააზრება კარგია და აუცილებელი, მაგრამ შეუქმენი მაგ გაცნობიერებას "ჭურჭელიც" შესაფერისი სხეულის სახით. ფიზიკური აქტიურობა და საკუთარი სხეულის გააზრება უამრავ რამეს დაგილაგებს დაჩქარებულად.
--------------------
"მგლები თავისუფალი ხალხია, - თქვა მამა მგელმა."
("ჯუნგლების წიგნი")
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
StarBoy2323
Junior Member
ჯგუფი: Registered
StarBoy2323
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 273321
რეგისტრ.: 30-April 24
#62415605
· 29 Dec 2025, 03:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მიქაელ @ 28 Dec 2025, 04:37 )
და ჩემი პირადი რჩევა იქნება, აპრობირებული და უეჭველი მეთოდი - თუ ვარჯიშობ და ფიზიკურ აქტიურობას ეწევი, განავითარე შენში ჯანსაღი მამაკაცური აგრესია. ანუ სუფთა მამაკაცურად იაქტიურე.
და ეგ მამაკაცური აგრესია როგორ უნდა განვავითარო? თვეებია ვვარჯიშობ და ისევ ისეთი მორცხვი ვარ როგორიც ადრე ვიყავი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#62415694
· 29 Dec 2025, 11:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
StarBoy2323
QUOTE
და ეგ მამაკაცური აგრესია როგორ უნდა განვავითარო? თვეებია ვვარჯიშობ და ისევ ისეთი მორცხვი ვარ როგორიც ადრე ვიყავი
ძლიერი ნება გამოავლინე სხვებთან. შეეჩვიე მტკიცედ "კი"-ს და "არა"-ს თქმას. ძალა და ფიზიკური მაჩვენებლები, რომლებსაც ვარჯიშით ზრდი, შეეცადე სხვებთან წარმოაჩინო. გოგოებს უფრო აქტიურად მოაწონე თავი. მათთანაც და შენთვის საინტერესო ადამიანებთან ინიციატივის აღება სცადე ურთიერთობაში, შენ შესთავაზე პირველმა რაღაცეები. სცადე როგორი შეგრძნებაა, როცა შენი გეგმის მიხედვით აკეთებინებ სხვას რამეს. აგრესია მარტო კონფლიქტურ სიტუაციებს არ გულისხმობს, როგორც დღეს მარტო უარყოფითად ესმით ეს სიტყვა. აგრესიაში იგულისხმება მამაკაცის აქტიური მომპოვებელი ქცევები, როცა აქეთ კი არ ელოდება ვინმეს ნაბიჯის გადმოდგმას, არამედ იქით "ნადირობს" და მოიპოვებს. უბრალოდ დაინახე შენში ეს ნება.
რომელიმე საბრძოლო ხელოვნება სცადე, კარგია ამ თემაში.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0372 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.