#62412739 · 26 Dec 2025, 15:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ინტერნეტ სივრცეში ხშირად მხვდება(ძირითადად მეგრელების მხრიდან), თითქოს მთელი დასავლეთ საქართველო მეგრელებით იყო დასახლებული და მეგრელები უძველესი ტომია. აგრეთვე კოლხი ეს იგივე მეგრელი და კოლხები მეგრულად საუბრობდნენ.
მე რა ისტორიულ წყაროებსაც მივაკვლიე, მეგრელი საკმაოდ მოგვიანებით წარმოიშვა მეორე საუკუნეში ქრისტეშობიდან(იქამდე არცერთ ისტორიულ წყაროში არ გვხვდება მეგრელი) და დასავლეთ საქართველო არანაირად არ იყო სამეგრელო და მეგრელებით დასახლებული მთლიანად.
პირველი ხსენება მეგრელების პტოლემეს ეკუთვნის.
პტოლემე: პონტოს გასწვრივ ცხოვრობენ ახაიელები, კერკეტები, ჰენიოხები და სუანნოკოლხები. კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, ზევით მდებარე ადგილებში მანრალები და ეგრიტიკის მცხოვრებნი.
აშხარჰაცუიცი(სომხური გეოგრაფია) კოლხეთი, რომელიც ეგერია, მდებარეობს პონტოს ზღვის აღმოსავლეთით, სარმატიის ახლოს, ივერიისა და დიდი არმენიის მომიჯნავედ. ეგერი იყოფა ოთხ მცირე მხარედ, მანრილი, ეგრევიკა რომელიც საკუთრივ ეგერია იქ მდინარე ფაზისია ამავე სახელწოდების ქალაქთან, ლაზიკა და ჭანივი რომელიც ხალტიკია სადაც მდინარე მეგალუპოტამიაა.
პ.ს. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ისტორიული წყაროები, სად და როდის წარმოიშვა მეგრელი?!
This post has been edited by Historia on 26 Dec 2025, 15:19
|