უფასო კურსი/ქომუნითი-ს გაკეთებას ვფიქრობ მათთვის, ვინც ანიმაციური ფილმების დამზადებით და მათი დისტრიბუციით/გაყიდვით არის დაინტერესებული.
2013 წლიდან აქტიურად ვიღებ მონაწილეობას ფესტივალებში, ხოლო 2025 წელს შევქმენი სამი ანიმაციური ფილმი, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იქნა ნაჩვენები.
თუკი თქვენთვისაც საინტერესოა მსგავსი გზის გავლა, სიამოვნებით დაგეხმარებით სცენარის დამუშავებაში, ყოველი კომპლექსური ეტაპის გარკვევაში, ანიმირების ტექნიკურ მხარეში, დისტრიბუციაში და გაყიდვაში, საერთაშორისო ფესტივალებზე გატანაში და საჭირო კონტაქტების მოძიებაში.
მსგავსი კურსი/ქომუნითი არასდროს გამიკეთებია და ამიტომაც როგორც ავღნიშნე, სრულიად უფასო იქნება!
მაგრამ, თუკი პირველმა ნაკადმა გაამართლა, სამომავლოდ რათქმაუნდა უფასო აღარ იქნება.
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანიმირების პროცესს სრულად ნულიდან ვერ გასწავლით,
რადგან ამ ქომუნითის მიზანია დამწყები არტისტებისთვის ამ სფეროში სწორი გზის ჩვენება
შემოგვიერთდი:
https://discord.gg/VAd4VshGdM