ჩვენ კვლავ მოვედით - მტკიცე თაობა,
ასე მწყობრი და ასე ულევი...
მოგვაქვს რწმენა და გამბედაობა
მოვდივართ რიგი ასეულების.
ჩვენ კვლავ მოვედით და გვიხარია...
კვლავ მხნედ შევაღეს სკოლის კარები...
გულში შეტევის შლეგი ქარია
და სიხარულის ნიაღარები.
ასეთი მინდა რომ ვიხილო ახალი ტომი