გავხსენი ეს თემა, რომ დავწეროთ ქუჩაში ნანახი, მოსმენილი ან გადატანილი რეალური ამბები.
რაც ხდება ისე დაწერეთ, როგორც იყო --
სლენგებით, ჟარგონით, მანერებით, რეალური დიალოგებით.
უბრალო სიტუაციები, დიალოგები, უცნაური, სასაცილო, მძიმე ან აბსურდული შემთხვევები.
შეიძლება იყოს:
-- უბანში, ეზოში, ავტობუსში, ბირჟაზე
-- ბავშვობის ან ახლანდელი ამბავი
-- ერთი ფრაზა, რომელიც გაგეჭედათ თავში
სახელები და დეტალები სურვილისამებრ შეცვალეთ.
შეფასება და ჭკუის დარიგება არაა საჭირო -- უბრალოდ ვყვებით.
მე დავიწყებ: გუშინ მანქანაზე ნაწილს ვცვლიდი და იქვე ბავშვები (15 წლამდე) რაღაც საქმეებს არჩევდნენ.
ნახევარი ვერაფერი გავიგე. მერე ერთს სახლიდან დაუძახეს, წავიდა და დარჩენილებმა მიაწიეს კითხვა:
-- რამდენ ხანში ჩამობაითდები თუ გამობაითდებიო?

გამეცინა. როგორც მივხვდი, სახლიდან რამდენ ხანში გამოხვალო ან ჩამოხვალო — ეგ კითხეს.
500 მილიონ ევროპელს სჭირდება 340 მილიონი ამერიკელი, რომ თავი დაიცვას 140 მილიონი რუსისგან -- იმ რუსებისგან, რომლებიც სამი წელია 30 მილიონ უკრაინელს ვერ უღუნავს და თავის დროზე 3 მილიონ ქართველსაც ვერ წაგვაჭამა.....