Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
[1]
2
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მიწათმოქმედი
, ფანტასტიური ნოველა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14043
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62424954
· 7 Jan 2026, 12:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგობრებო, წაიკითხეთ და დამიწერეთ თქვენი აზრი.
ეს არის ფანტასტიური ჟანრის ნოველა.
მთელი წიგნი არის 55 გვეერდი ა4 ფორმატით.
არ ვარ პროფესიით მწერალი, საერთოდაც ინჟინერი გალხავართ. ასე რომ თუ ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომები მქონდა არაა გასაკვირი და დიდად ნუ გამტისკავთ
. ყველა კრიტიკას მივიღებ ოღონდ ნორმის ფარგლებში.
---------
თავი პირველი
კარზე კაკუნი მაღვიძებს. საათის მიხედვით უკვე საუზმეს გადაცილებულა. ჩემი დროიდია, აშკარად ძილი გამიგრძელდა.
- მასტერ ზუ, გღვიძავს?
- უკვე კი რებუ.
- ოჰ... როგორ ვწუხვარ, მომიტევე გაღვიძებისთვის. მაგრამ უნდა მეკითხა, გუშინ არ დაგიბარებია დღევანდელ გეგმებზე, ხო და რას მიბრძანებთ? საუზმე აღარ გინდა და სადილს დაველოდოთ? - ემოციები აქვს როგორც ხნიერ მოსამსახურე ქალს. თუ არ დავაწყნარე რამენაირად ბებიაჩემი მიმიქარავს ისეთ ამბავს დამაწევს. - ხომ იცით საუზმე აუცილებელია ჯანმრთელი კვებისთვის. აქ.. ამ პლანეტაზე ისდაც ცუდად იკვებები. შენი ანალიზები დღითი დღე უარესდება. სერიოზული სამედიცინო ჩარევა შეიძლება დაგჭირდეს.
ჰმ ... უკვე 1 ციკლია აქ ვართ, რაც მოვედით ამ დამახსოვრებულ ტექსტს იმეორებს. ჩემი ანალზიებიც სრულ წესრიგშია. არ მესმის დროიდმა როგორ მოახერხა და ტყუილები ისწავლა. პროგრამული დიაგნოსტიკაც არაფერს ამბობს რომ არეული აქვს რამე... ხანდახან მგონია რომ ბებიაჩემს აქვს დამაგრებული დისანციური მართვა და ის მელაპარაკება ამის პირით. რომ არა 6 000 პარსეკი მის სახლამდე მართლა დავიჯერებდი რომ ასეა.
- მესმის რებუ მესმის, ავდგები. ცოტაც და გამოვალ. დღეს ხომ იცი რომ არ მეჩქარებოდა არსად, ხო და ძილი გავიგრძელე. არაფერი ისეთი.
- საუზმე...
- მოამზადე ხო ეგ საუზმე, ყავა აუცილებლად მინდა - შევაწყვეტინე მორიგი მოსალოდნელი ჭკუის დამრიგებელი მონოლოგი
- კარგი მასტერ ზუ, გელოდები სამზარეულოში.
არა ცუდს ვერ ვიტყვი რებუზე. ძალიან კარგი და სასარგებლო დროიდია. ყველაფერში მეხმარება, მაგრამ... ხანდახან მართლა ნერვებზე მწეწავს. თუმცა მისი წყალობით საერთოდ ვერ ვგრძნობ თავს მარტო.
პულტით ფანჯრის დარაბა გავხსენი. ოთახში მზის შუქი შემოვიდა. რაც მართალია მართალია, ჩემი ფანჯრიდან გადასარევი ხედი მოსჩანს. დილას აუცილებლად პოზიტივი მაქვს ხოლმე ფანჯრიდან გახედვისას. ხშირად გავირინდები ხოლმე ფანჯარაში ყურებისას, თითქოს სულიერადაც ვმშვიდდები ერთს მხრივ, მეორეც გონებას ვაძლევ თავისუფლად აზროვნების საშუალებას. ძილიდან გამოსვლაშიც მეხმარება ეს პროცესი და თან ესტეთიურადაც ვტკბები ხედით.
-----
დანარჩენი ბმულზე
My Webpage
[B][/B]
* * *
თავი 2
დედაპლანეტელი
მ პლანეტაზე ჩემი პირველი გამოჩენა, ადგილობრივებისთვის მართლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. არა მათზე დიდი არაფერი ფურორი არ მომიხდენია, ეგ კი არ იფიქროთ… უბრალოდ მგონი პირველი არსება ვიყავი რომელიც იძულების და სასჯელის გამო კი არა, საკუთარი ნებით იყო ამ ველობზე მოსული. წარმოიდგინეთ პლანეტა, სადაც ყველა არსება გარკვეული სასჯელის გამო ცხოვრობს იქ. ყველა მათგანს რაღაც ცოდვა აქვს რის გამოც აქ მოხვდა. ზოგი კრიმინალია, ზოგი ეკონომიკური დამნაშავე, ზოგიც ჩამოქვეითებული მოხელე, რომელთაც გადმოსახლება მიუსაჯეს. მაგალითად გუბერნატორი ავიღოთ, კორუპციაში ამხილეს მეორე რგოლის ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ პალნეტაზე. თან მეორე რგოლის მმართველი წრის შიდა დინასტიური წარმომადგენლობიდან იყო დანიშნული თავის პოსტზე. ბოროტი ხმები ამბობენ ოპონენტებმა მოუწყვესო, ასეა თუ ისეა ფედერალურმა სასამართლომ კორუფციის ფაქტი დაუდგინა. მსგავს პიროვნებებს კიდევ ციხეში ჩასმის მაგივრად ასეთ პლანეტებზე აგზავნის ფედერაცია სასჯელის სახით გარკვეულ პოსტებზე. ქუჩის პატრულებიც კი (თუ კი ისინი ქალაქში არსებობენ, ჩვენსაში მაგალთად არ არიან), რაღაც სასჯელის გამო მოხვდნენ აქ.
----
დანარჩენი იხილეთ ბმულზე
მიწათმოქმედი თავი 2
This post has been edited by
pilo772
on 7 Jan 2026, 15:24
--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 147085
რეგისტრ.: 19-April 12
#62425065
· 7 Jan 2026, 14:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გეტყობა რომ მომავალი მწერალი ხარ: სხვისი ნაწერიდან აზრის გამოტანა გიჭირს და "ინსტრუქციებს" იგნორირებას უკეთებ
არსად არ მიხსენებია სათაურის მიხედვით ნაწარმოების კრიტიკა. არც ლოგლაინი დადე, არც ქვე-ჟანრი, არც გვერდების რაოდენობა...
თუმცა, პირველი თავის შესავალი მაინც საკმარისი აღმოჩნდა ჩემი ინტერესის გასაღვივებლად.
ქვემოთ არის ჩემი მოკლე "რევიუ"...
გრამატიკული შეცდომები (ისდაც - ისედაც, ერთს - ერთის) პირველივე გვერდზე არ გეპატიება რაც არ უნდა დამწყები იყო - მითუმეტეს რომ კარგად წერ. კარგი წერის მანერა გაქვს, მსუბუქი, მარტივი და სწრაფი. ის მარტივი გრამატიკული შეცდომები რომლებიც (სხვა გვერდებზეც) შემომხვდა, აზიანებს მკითხველის ყურადღებას და აფერხებს თხრობის მსვლელობას. აუცილებლად შეასწორე ყველა და ნუ მოიმიზეზებ რომ "დამწყები" ხარ.
პირველივე გვერდიდან სიმპათიით აღვივსე "ბებიას მსგავსი" ანდროიდ რებუ და მისი პატრონი - ზუს მიმართ. იუმორისტული სახის სამეცნიერო ფანტასტიკა, ადვილი და გასაგები ენით დაწერილი, უცხოური სიტყვების რახა-რუხის გარეშე - მშვენიერია!
მოქმედება შორეულ პლანეტაზე ხდება, ქალაქში რომელსაც სახელის ნაცვლად ნომერი აქვს. ეს საინტერესოა მაგრამ აქ, ორი პატარა, უმნიშვნელო შენიშვნა მაქვს. პირველი: ზუ ამბობს რომ არ იცის ნომერი რას აღნიშნავს... ვფიქრობ რომ ზუს ხასიათიდან გამომდინარე, მან უნდა იცოდეს აუცილებლად ნომერი რას ნიშნავს. 6 000 პარსეკი გაიარა და არ იცის ნომერი რას ნიშნავს? ზუს ეს არ ეკადრება...
მეორე შენიშვნა ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას ეხება. ზუ ამბობს რომ მაქსიმუმ 1 500 კაცი ცხოვრობს იქ. ან ერთი ნული მაინც დაუმატე, ან სხვა სახელი მოუძებნე: დასახლება, კოლონია, ბაზა... (მითუმეტეს რომ მოგვიანებით დასახლებას კოლონიას უწოდებს ბარმენი)
"მაგალითად კატფოლკის რასის წარმომადგენელი პროგრამისტი ავიღოთ, მოვალეობას ასრულებს საპლანეტათშორისო ხაკერი ზედმეტსახელად მოჩვენება." - კიდევ ერთი ადგილი სადაც "წავიბორძიკე". ალ ბათ უნდა იყოს: "მაგალითად, კატფოლკის რასის წარმომადგენელი პროგრამისტი ავიღოთ, მის მოვალეობას ასრულებს საპლანეტათშორისო ხაკერი ზედმეტსახელად "მოჩვენება".
მოკლედ, ძალიან კარგი პირველი თავია. კარგი პერსონაჟები, საინტერესო დასახლება/კოლონია, და რაც მთავარია პრობლემა: ყაჩაღებმა მომმარაგებელი ხომალდი დააყაჩაღეს და დამნაშავეებით სავსე დასახლებას შიმშილი ელოდება! (აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ საწყალი რებუ "ბერდება" და მისი შეკეთება პრობლემატური ხდება
)
ველი მეორე თავს და ზუს გულისწორის გაცნობას!
ზემოთ მოყვანილი შენიშვნები ჩემი პირადი აზრია და შენ ის როგორც მოგესურვება ისე მიიღე.
"გრამატიკას მიხედე, ხვედელიძე, გრამატიკას!" - (წაიკითხე იპოლიტეს ტონით, "ფეოლადან")
წარმატებები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14043
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62425119
· 7 Jan 2026, 15:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
naxa10vka
გაიხარეეეე
აუცილებლად გავითვალისწინებ ყველაფერს. იცი რა არი... დამავიწყდა რომ ჟანრი მიმეთითებინა
ცოტა არეულად ვარ თემაში
ხო და რა ვიცი აბა. ხო მართლა მეორე თავიც მანდაა. დაბლაა მეორე თავი იმავე პოსტში, კომენტარად მინდოდა დამეწერა და არ გამოვიდა პოსტის გაგრძელებად მიაბა.
კოლონისტებზე მართალი ხარ. 0 უნდა მივაწერო. დამავიწყდა ეგეც. გრამატიკულზეც მართალი ხარ
დავყვები მაგას.
აი ახლა რაც დამიწერე პროგრამისტზე.. მანდ ახლა მეც ავიჭერი, მოვალეობა საერთოდ რატომ მიწერია. გადავიკთხავ ჩავასწორებ.
ნახე აბა მეორე თავიც.
დიდი ნოველაა ოღონდ, ა4 ფურცლებით რომ გავზომოთ 55 გვერდია. ნელნელა დავდებ ყველა გვერდს
* * *
ესეც მესამე თავი
---
დიდი ხანია რაც ეს ბლოგი მაქვს. მიხარია კიდეც რომ უამრავი მკითხველი შემომიერთდა, მაგრამ ვინც ახლა იწყებთ ჩემი პოსტების კითხვას, ალბათ იფიქრებთ გენიოსი ბოტანიკოსი ვარ და ჩემს მიერ მოფიქრებული მეთოდით მინდა ხრიოკი უდაბნო ბაღნარად ვაქციო. არა სამწუხაროდ. სულ რაღაც ინჟინერი გახლავართ. დედაპლანეტაზე დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი კოსმოსური ხომალდების პროექტირების განხრით. რაც მართლა კარგად ვიცი სწორედ ეგაა. ჯერ რომ თავად სასწავლებელი დავამთავრე უმაღლესი ნიშნებით. მერე კიდევ გამოგონებებიც მქონდა დარგის განხრით. ამას დამატებული მთელი 4 ციკლი ვიმუშავე სხვადასხვა ხომალდმშენებელი ვერფის ბიუროებში. როგორც მიწინასწარმეტყველებდნენ ჩემი უნივერსიტეტის პროფესურა, დიდი მომავალი მქონდა ამ განხრით. ერთ დღეს ჩვენც კი მოვესწრებით შენი სახელობის ბიუროს შექმნასო, გამოსაშვებ საღამოზე მითხრა დიპლომის ხელმძღვანელმა.
არ გამართლდა მისი წინასწარმეტყველება. რა ვქნა ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი როდესაც ერთ-ერთ თანაკურსელს შეექმნა ფინანსური პრობლემა და პროფესურას მისი გაგდება უნდოდა. რომ იტყვიან გადავამლაშე. შედეგად მეც გასაგდებების სიაში აღმოვჩნდი, გაბრაზებულმა ფაკულტეტის დეკანი ვლანძღე, ფულზე გაყიდული ღორი ვუძახე. გამაგდებდნენ კიდეც რომ არა ჩემი კურატორის შუამდგომლობა. ეს უხეირო ხასიათი მერეც შემომრჩა. ჩემი ნიჭის წყალობით საკმაოდ მოთხოვნადი კადრი ვიყავი. მუდამ სკურპულოზურად ვასრულებდი ყველა დავალებას. რის გამოც ვერაფერზე მედავებოდნენ. მაგრამ სამაგიეროდ მე არ ვპატიობდი ერთ გადაცდომასაც კი ჩემს ხელმძღვანელებს.
დანარჩენი მითითებულ ბმულზე.
უძრავი ქონება. თავი 3
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mateo Falcone
ტეტლანდიელი
ჯგუფი: Members
Mateo Falcone
ტეტლანდიელი
ჯგუფი: Members
წერილები: 16555
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06
#62425916
· 8 Jan 2026, 02:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მშვენიალურია დასაწყისისთვის
ზუსტად ის მომეწონა მეც, რაც ზემო ჰუზერს, მარტივი ენა ზედმეტი სიტყვების რახარუხის გარეშე...
და გრამატიკული შეცდომები აუცილებლად გასასწორებელია. ოღონდ წერისას ნუ მიაქცევ ყურადღებას, თორემ ტექსტს და თხრობას წაგართმევს.. ჯერ დაწერე რაც მოდის და მოაქვს გონებას თავისით და შემდეგ, სულ ბოლოს გაასწორე (მთლად ბოლოს, სულ რომ დაამთავრებ).
პ.ს სტივენ კინგის როგორ ვწეროთ წიგნები წაიკითხე თუ არ წაგიკითხავს, ძალიან კარგია.
--------------------
ღმერთო მაღალო
მოტყანი ყველა ცრუმორწმუნე, ცრუღმერთის მადიდებელი
მოტყანი და წაიყვანე, ან წაიყვანე და მერე მოტყანი!!!
ეს ქოცმადიდებლები უბრალოდ მოტყანი, აქ დატოვე თუ გინდა...
გიორგი მხარმტყვნელი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 147085
რეგისტრ.: 19-April 12
#62426022
· 8 Jan 2026, 04:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აი ახლა რაც დამიწერე პროგრამისტზე.. მანდ ახლა მეც ავიჭერი, მოვალეობა საერთოდ რატომ მიწერია. გადავიკთხავ ჩავასწორებ.
ტყუილად აიჭერი: მანდაც გრამატიკაზე მაქვს ლაპარაკი, "მის" აკლია რომ უკეთ წაიკითხო წინადადება და ზედმეტსახელი პრჭყალებშია ჩასასმელი. სულ ეს არის.
მძიმეები შეგიძლია დაიკიდო მეტწილად (აშკარა შემთხვევების გარდა), მაგრამ გამოტოვებული ასო ან დამახინჯებული სიტყვა არ უნდა გაგეპაროს როცა უკვე მორჩები და მკითხველს ანახებ (თუნდაც ოჯახის წევრს).
როგორც კი დროს ვნახავ, წავიკითხავ.
* * *
მოვრჩი მეორე თავს.
გაცილებით ნაკლები შეცდომებია. საინტერესოა სამყაროს აღწერა და ზუბუს მოგზაურობა დედაპლანეტიდან მის ახლადშეძენილ ნაკვეთამდე. ადვილად, სწრაფად და სასიამოვნოდ იკითხება. მსუბუქი (ძალდაუტანებელი) იუმორი უხდება, გამოწვეული გმირის ექსცენტრიული გადაწყვეტილებით გახდეს მიწადმოქმედი აბსოლიტურად შეუფერებელ, თითქმის მტრულ გარემოში ("ფიშ აუტ ოფ ვოთერ სტორი"). მეორე თავი მთავრდება სწორედ იქ, სადაც, მკითხველის ინტერესის გაღვივება იწყება: რა უნდა ამ პლანეტაზე მთავარ გმირს, რა არის მისი მიზანი? რამ მიატოვებინა ცივილიზაცია და... საყვარელი ბებია?
კარგია, ყოჩაღ!
გადავდივარ შემდეგზე... იმედია, ეს კიდევ უფრო "გამართული" იქნება და გვერდებიც დანომრილი გაქვს. (გვერდები რომ დაგენომრა, შეცდომებს მიგითითებდი).
მესამე თავი კარგად დაიწყო მაგრამ გაცილებით "გაწელილი" მეჩვენა, შესაძლოა, შეცდომების რაოდენობის გამოც. გვერდების დაუნომრობაც მოქმედებს ალბათ: ვერ გამიგია სად ვარ - ნაწარმოების რომელ ნაწილში.
მეოთხე თავი აუცილებლად დანომრე და მარტივი შეცდომებიც შეასწორე, თორემ მე უკვე "შემართებას" დავკარგავ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14043
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62426629
· 8 Jan 2026, 17:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
naxa10vka
QUOTE
მეოთხე თავი აუცილებლად დანომრე
გაიხარე ასეთი შეფასებისთვის. ერთია რომ ვერ დავნომრავ. ბლოგზე ვდებდა მანდ არა აქვს გვერდების გამოყოფა სამწუხაროდ. პირდაპირ ერთიანი ტექსტის სახით იდება.
ხელოვნურად თუ არ მივუთითე ხელით ისე არ დაინომრება ავტომატურად
ეს მეოთხე თავია. წინაც და ესეც ხელით გადვნომრე როგორც თვალით დაჯდა ისე
ისე რა შეცდომები მაქვს მესამეში? თითქოს თავიდან გადავიკითხე და რა ვიცი ყურში არაფერი მომხვდა ზედმეტად. რა გამომრჩა?
QUOTE
თორემ მე უკვე "შემართებას" დავკარგავ...
მომენტ წვრილმანები დაიკიდე, მაინც არავინ გამოსცემს ბეჭდურად ამას. თუ არა და იქ უნდა გაასწორონ ზოგიერთი რამე თუ მადამდე მივიდა, მოდი კონტექსტზე და თმაზე ვისაუბროთ მეტ წილად. ეგ როგორ აღიქმება
ისე ეს ნოველა 2023 წელში დავწერე. ნაცნობებს რომ წავაკითხე კარგიაო მიძახეს. მერე წაიღე გამოეცი სადმეო... მოდებაში არა ვარ რა როგორ უნდა გაკეთდეს. ხო და მიდევს ასე ვთქვათ თაროზე.
ამის გარდა ერთი სხვაც მაქვს, მაგრამ ის საკმაოდ დიდია და რომანი უფროა ვიდრე ნოველა ვორდში 97 გვერდი მაქვს და ჯერ პირველი წიგნი არაა დასრულებული. თუ დაინტერესება იქნება იმასაც დავდებ.
პარალელურად მოცალეობის მიხედვით მესამესაც ვწერ და მეოთხეც დაწყებული მაქვს... რავი. ასე გამოვიდა
მიწათმოქმედი თავი 4
* * *
ესეც მეხუთე თავი.
მიწათმოქმედი თავი 5
This post has been edited by
pilo772
on 8 Jan 2026, 17:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 147085
რეგისტრ.: 19-April 12
#62427581
· 9 Jan 2026, 11:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გვერდი 0 - "აქა იქა" თუ "აქა-იქ"...?
გვერდი 1 - "მაქსიმალურად გაადამიანურებული ..."
ძნელად იკითხება, ალბათ: "მაქსიმალურად ადამიანური ..." ჯობია.
"მისი მექანიზმები -70 დან +80 გრადუს ტემპერატურულ დიაპაზონში მუშაობის საშუალებას იძლეოდა."
-70 დან +80 გრადუსი უკვე უჩვენებს დიაპაზონს ამიტომ: "მისი მექანიზმები -70 დან +80 გრადუს ტემპერატურაში მუშაობის საშუალებას იძლეოდა..." ჯობია.
"კევლარის და ნახშირბადოვანი შენადნობების კომბინაციის მეშვეობით, ადამიანთან შედარებით არც ისე მძიმე იყო."
"კევლარის და ნახშირბადოვანი შენადნობების წყალობით, ადამიანთან შედარებით არც ისე მძიმე იყო" - უფრო მოკლეა, და იგივე აზრის მატარებელი.
გვერდი 2 - "მოიძო" უნდა იყოს "მოიძიო"...
ეს ოთხივე მაგალითი მეოთხე თავის დასაწყისიდან არის მოცემული. მე შესაძლოა მეორე და მესამე მაგალითი "დავიკიდო," (რედაქტორი შეასწორებს დაბეჭვდამდე) მაგრამ "მოიძო" ნერვებს მიშლის და აი რატომ:
მე ვკითხულობ ორი მიზნით - ან გასართობად, ან საქმისთვის (სცენარისტები, პროდიუსერები და რეჟისორები მიგზავნიან სცენარებს წასაკითხად და "სკრიპტ დოქტორის პონტში" ვეხმარები). როგორც ალბათ უკვე მიხვდი, შენს ნოველას ვკითხულობ გასართობად. მაგრამ, ელემენტარული შეცდომებით სავსე ნოველის კითხვა არის წამება და არა გართობა. ნებისმიერი შეცდომა მირღვევს თხრობის აღქმის მიმდინარეობას. ეს დაახლოებით იგივეა რომ სიმღერას ვუსმინო ნაწყვეტებად.
ნოველა უნდა იკითხებოდეს ერთი ამოსუნთქვით.
არსებობს ერთი ოქროს წესი: თუ სცენარის პირველ ათ გვერდში შეცდომაა, მეთერმეტე გვერდის გადაშლა არ ღირს...
QUOTE
მომენტ წვრილმანები დაიკიდე, მაინც არავინ გამოსცემს ბეჭდურად ამას. თუ არა და იქ უნდა გაასწორონ ზოგიერთი რამე თუ მადამდე მივიდა, მოდი კონტექსტზე და თმაზე ვისაუბროთ მეტ წილად. ეგ როგორ აღიქმება
მე უკვე გთხოვე ყურადღება მიგექცია სწორედ მაგ "წვრილმანებზე" მაგრამ შენ ეგ "დაიკიდე." რაც შეეხება "კონტექსტს და თემებს"... მათზე საუბარი შეიძლება მხოლოდ ნოველის სრულად წაკითხვის შემდეგ. ჯერ-ჯერობით, მე მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნების მოცემა ძალმიძს...
მოკლედ, თუ დადებ ყველა თავს, დანომრავ, შეასწორებ ყველა ელემენტარულ შეცდომას, სიამოვნებით წავიკითხავ, როცა დრო მომეცემა, რა თქმა უნდა.
QUOTE
ისე ეს ნოველა 2023 წელში დავწერე. ნაცნობებს რომ წავაკითხე კარგიაო მიძახეს. მერე წაიღე გამოეცი სადმეო... მოდებაში არა ვარ რა როგორ უნდა გაკეთდეს. ხო და მიდევს ასე ვთქვათ თაროზე.
ნაცნობების შეფასებით რომ ოსკარს იძლეოდნენ, მე ეხლა 7 გზის ოსკაროსანი ვიქნებოდი. ორი წელია თაროზე გიდევს, მარტივი შეცდომებით სავსე ნოველა, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს შენი ცხოვრება. თითო ნაცნობს თითო შეცდომა მაინც შეესწორებინა!?
განსხვავება მოყვარულ და პროფესიონალ მწერალს შორის არის შრომისმოყვარეობა, თვითრწმენა, და მიზანსწრაფვა. მოყვარულები ერთხელ წერენ და დებენ თაროზე, პროფესიონალები, ერთხელ წერენ და მერე 1 000-ჯერ გადაწერენ. აგზავნიან რედაქციებში, იღებენ უარს, ასწორებენ ნამუშევარს და ისევ აგზვნიან.
იგივე ზემოთ ნახსენებ კინგს იმდენი უარი ჰქონდა ნათქვამი რომ კედელზე ლურსმნები არ ჰყოფნიდა (ლურსმნებზე ამაგრებდა) მაგრამ, ყოველ უარზე ახალ "დრაფტს" ჰქმნიდა და ისევ აგზავნიდა (გასწორებულს და არა შეცდომებით სავსეს, რა თქმა უნდა).
წარმატებები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14043
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62427592
· 9 Jan 2026, 11:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
naxa10vka
ისე პირველი ადამიანი ხარ რომელიც რაღაც კრიტიკას მაინც ამბობს ჩემს მიმართ. და მეც ვცდილობ გავითვალისწინო ხუმრობის გარეშე. დავყვები მაგ შენიშვნებს ყველას და ჩავასწორებ.
ვცადე რამდენიმე გამომცემლობაში გაგზავნა ამ რაღაცის. შედეგი 0. უკუ პასუხიც არ მაღირსეს უმრავლესობამ. ერთმა მომწერა მარტო რომ ასეთი ჟანრის ნაწარმოებები არ აინტერესებდა მათ გამომცემლობას. არა და მაგათ მიერ დაბეჭდილი ფანტასტიკური რომანი მიდევს სახლში.
ისე რომ ვნახე ეგ წიგნი... ხალხმა გუგლით გადმოთარგმნეს და მერე რედაქტირებაც არ ჩაუტარეს. ორთოგრაფიას ვინ ჩივის აბდა უბდა სიტყვებია დაწერილი, ბევრგან კონტექსტი იკარგება საერთოდ. არა და კარგი რომანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბოლოს და ბოლოს სიმაკის დაწერილი რომანი იყო.
არა და თავს მანამ დავდებ ვკითხულობ ხელახლა რომ შეცდომები არ გამეპაროს. მაგრამ მაინც მეპარება ფაქტია
რა ვქნა ინჟინერი ვარ
. თან მარტო მე არ ვკითხულობ. ოჯახის წევრი მიზის გვერდზე და ისიც კითხულობს, პრაქიტკულად 2 ადამიანი ვამოწმებთ ჩვენი ჭკუით
ვიმუშავებ ამ ყველაფერზე
This post has been edited by
pilo772
on 9 Jan 2026, 13:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 147085
რეგისტრ.: 19-April 12
#62427754
· 9 Jan 2026, 13:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველა გამომცემლობას ჰყავს მკითხველი რომელიც "მწვანე შუქს" უნთებს ნაწარმოებს თუკი ის მას მოეწონა.
შენი ნოველა სავსეა შეცდომებით და ამიტომ პირველ ათ გვერდს ალბათ არც გასცდნენ მკითხველები. თითო მკითხველს ასამდე ნოველა, რომანი, და ა. შ. აქვს წასაკითხი. ბოლომდე არავინ არაფერს არ კითხულობს. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
ნუთუ ერთიც არ აღმოჩნდა ვინმე (იმ შენ ახლობლებში) ისეთი ვინც გირჩევდა რომ ასეთ მდგომარეობაში, ამდენი შეცდომებით სავსე ეს ნოველა არ გაგეგზავნა?
120 გვერდიან სცენარებში ორ-სამ გრამატიკულ შეცდომას თუ ვიპოვი ხოლმე... ისიც ბოლოში. შენი ნოველა კიდევ ათასჯერ მაინც იქნება გადასაწერი - სანამ გამზადდება პროფესიონალი მკითხველისთვის (რედაქციებისთვის).
მთავარია ის მზად იყოს და მყიდველი აუცილებლად გამოჩნდება.
ყველამ, ვინც მარტო გაქო და არ გაგაკრიტიკა დათვის სამსახური გაგიწია. სულ რომ კიდევ ასი ნოველა დაწერო, როგორც მწერალი მაინც ვერ გაიზრდები, თუ მხოლოდ ახლობლებს აკითხე ისინი.
მონახე სხვა დამწყები მწერლები, იკითხეთ ერთმანეთის ნამუშევრები, გაცვალეთ "რევიუები", ორ წინადადებიანი კი არა, ორ-სამ გვერდიანი. ქება-დიდება კი არა, ცოტა გამხნევება და ბევრი კრიტიკა.
სხვა დამწყები მწერლის შეცდომებზე უფრო ბევრს ისწავლი, ვიდრე საკუთარზე. ხანდახან ცუდი ნაწარმოები უფრო ჭკუის სასწავლებელი და სასარგებლოა, ვიდრე შედევრი. მე რომ გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" წავიკითხე, ნირი წამიხდა. მივხვდი რომ ჩემგან საშუალო დონის მწერალიც კი არ დადგებოდა. ამ "სიბერეში" გავბედე და დავიწყე წერა, ოღონდ სცენარების. სცენარების წერას მწერლობის ნიჭი არ სჭირდება
მოკლედ, რედაქციებს ჯერ შეეშვი. იმ ერთმა რომ გიპასუხა, ისიც მიკვირს.
"წერას მიხედე, ხვედელიძე, წერას"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14043
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62428135
· 9 Jan 2026, 18:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
naxa10vka
QUOTE
ნუთუ ერთიც არ აღმოჩნდა ვინმე (იმ შენ ახლობლებში) ისეთი ვინც გირჩევდა რომ ასეთ მდგომარეობაში, ამდენი შეცდომებით სავსე ეს ნოველა არ გაგეგზავნა?
ორთოგრაფიაში კი ჩამასწორებინეს რაღაცეები, მაგრამ ჩემი საახლობლო წრე ყველა ინჟინერია
შენ ახლა პროფესიონალი ხარ. იმას ხედავ და ხვდები რასაც მე ვერ მივხვდები. არ მაქვს შესაბამისი განათლება.
დამწყები მწერლები კიდე ვინ სად ვიპოვო?
აქ მაგიტომაც გავაკეთე ეს თემა. იქნებ ვინმე საერთოდ უცხოს წაეკითხა და კრიტიკა დაეწერა. ხო და რა ვიცი მე პირადად კმაყოფილი ვარ კრიტიკით
.
სიმართლე გითხრა დიდად არც მაქვს იმედი რომ ამიდან დიდი რამე გამოვა და მერე ფულსაც მაშოვნინებს.ასე ვთქვათ ერთგვარი ჰობია. რაღაც აზრები მაწუხებს სხვადასხვა მიმართულებით და იმას ვაძლევ ფურცელზე გადმოტანის საშუალებას. ეგაა და ეგ. აქ ამ ქვეყანაში მაინც მკითხველი რაც მე დავაკვირდი თემას ძალიან მცირეა და თუ კითხულობენ ისეთებს მერე რომ ფეისბუკზე იმარიაჟონ იმის ციტატებით, აი ეს მაქვს წაკითხულიო. თან რომ ჩაეკითხები იმ წანაკითხის აზრს და არსს, ლომის წილით მაინც არავინ გაგცემს წესიერ პასუხს. ანუ ისიც ზედაპირულად წაიკთხეს.
ამის დადების მთელი აზრიც ეგაა რომ ერთორი კაცი გაიხალისებს თავს. იმედია ისიც
რა ვქნა ახლა კონსტანტინე გამსახურდიასაც მწერალი რომ ქვია, მე ნაღდად ვერ დავიბრალებ მაგის გვერდში დგომას და მწერლის სახელს. მე მხოლოდ კლავიატურაზე მოკაკუნე ფანტაზიორი ვარ ასე ვთქვათ.
კი ბატონო ვიცი რომ დეგრადაციაა ჩემი ნაჯღაბნი იმავე გამსახურდიას შემოქმედებასთან შედარებით. გეტყვი კიდეც. ჩემი რამის ხსენება იმასთან არაა სწორი საქმე
თან ახლა ზოგს ფილოლოგიური განათლება აქვს და ერთ მოკლე ფრაზაში გიგანტურ აზრს ჩატენის ხოლმე. მე კიდე უზარმაზარი ტექსტით ან გამომივა იგივე ან არა
ჩავასწორებ მაგ რამეებს
უბრალოდ ხალხის აზრიც მაინტერესებს რამდენად წესიერი კონტენტია.
* * *
თავი 6
ლენსთან საუბარმა მაინც დამაფიქრა, ვაი და არაფერი გამომივიდეს? ბოლოს და ბოლოს მე ვარ მართლა ყველაზე ჭკვიანი და აქამდე ყველა სულელი იყო პლანეტის ამ კუთხეში? რატომ არავინ არაფერი მოიყვანა? ბარიდან გამოსვლის შემდეგ ერთხანს ქალაქში დავეხეტებოდი, ვათვალიერებდი ქუჩებს და ვსწავლობდი სად რა დაწესებულება იყო. ჩემი ძირითადი ბარგი მაინც არ იყო ჯერ ჩამოსული. მანამ ჩამოვიდოდა გარკვეული საორგანიზაციო საკითხები მქონდა მოსაგვარებელი. შუადღეს გადაცილებული იყო როცა ქალაქის რატუშას მივადექი. მოწიწებით მოვითხოვე რომ ქალაქის თავთან მსურს შეხვედრა-თქო. გამიკვირდა აქაც რომ მიცნეს. როგორც ჩანს ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ნომერი პირველი მოვლენა ვიყავი.
დანარჩენი ბმულზე
მიწათმოქმედი თავი 6
This post has been edited by
pilo772
on 9 Jan 2026, 18:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 147085
რეგისტრ.: 19-April 12
#62428783
· 10 Jan 2026, 10:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ორთოგრაფიაში კი ჩამასწორებინეს რაღაცეები, მაგრამ ჩემი საახლობლო წრე ყველა ინჟინერია
შენ ახლა პროფესიონალი ხარ. იმას ხედავ და ხვდები რასაც მე ვერ მივხვდები. არ მაქვს შესაბამისი განათლება. დამწყები მწერლები კიდე ვინ სად ვიპოვო?
სცენარები ჩემი დამატებითი შემოსავლის წყაროა და ისიც როცა დრო მაქვს. პროფესიონალი დიდი ნათქვამია. ნებისმიერი, ვინც მოინდომებს, ნახავს რამეს გასაკრიტიკებელს. განათლებას შეიძენ. მთავარია ნიჭი, რომელიც გაქვს.
აქ:
https://urakparaki.com/
ნახე ვინმე შენნაირი ჟანრის და გაცვალეთ რევიუები.
QUOTE
სიმართლე გითხრა დიდად არც მაქვს იმედი რომ ამიდან დიდი რამე გამოვა და მერე ფულსაც მაშოვნინებს.
ფულს არ გაშოვნინებს. მწერლების მხოლოდ 1 პროცენტი შოულობს ფულს, დანარჩენები ჭიას ახარებენ.
QUOTE
რა ვქნა ახლა კონსტანტინე გამსახურდიასაც მწერალი რომ ქვია, მე ნაღდად ვერ დავიბრალებ მაგის გვერდში დგომას და მწერლის სახელს. მე მხოლოდ კლავიატურაზე მოკაკუნე ფანტაზიორი ვარ ასე ვთქვათ.
კი ბატონო ვიცი რომ დეგრადაციაა ჩემი ნაჯღაბნი იმავე გამსახურდიას შემოქმედებასთან შედარებით. გეტყვი კიდეც. ჩემი რამის ხსენება იმასთან არაა სწორი საქმე
გთხოვ მიაქციე ყურადღება რას ვწერ, მე გამსახურდია ჩემს კონტექსტში ვახსენე.
გარდა ამისა, არ არის საჭირო ყველა კლასიკოსი მწერალი იყოს. შენი საყვარელი მწერალი ხომ არის დუმბაძე? (ტყუილად არ ჰქვია მთავარ გმირს ზუ (ზურიკელა) და ტყუილად არ ჰყავს "ქოთქოთა" ბებია და ანდროიდი, რომ არაფერი ვთქვა სტილისა და დიალოგების მსგავსებაზე)
მე დუმბაძის ფელეტონებიც კი არ გამომრჩენია, მაშინ როცა გამსახურდიას მარტო ერთი რომანი მაქვს წაკითხული.
QUOTE
ჩავასწორებ მაგ რამეებს უბრალოდ ხალხის აზრიც მაინტერესებს რამდენად წესიერი კონტენტია.
ჰოდა, ჯერ ჩაასწორე, დადე ყველა ერთიანად და ხალხსაც მერე ჰკითხე აზრი.
ვხედავ მე-6 თავიც დაგიდია... ისეთი წარმოდგენა მაქვს ტყუილად ვკარგავ დროს... ან ჩემი ნაწერებიდან აზრი ვერ გამოგაქ, ან არ გამოგაქ...
ყოველ შემთხვევაში, გისურვებ წარმატებებს!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14043
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62428983
· 10 Jan 2026, 14:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
naxa10vka
QUOTE
აქ:
https://urakparaki.com/
ნახე ვინმე შენნაირი ჟანრის და გაცვალეთ რევიუები.
მადლობააა
QUOTE
გარდა ამისა, არ არის საჭირო ყველა კლასიკოსი მწერალი იყოს. შენი საყვარელი მწერალი ხომ არის დუმბაძე? (ტყუილად არ ჰქვია მთავარ გმირს ზუ (ზურიკელა) და ტყუილად არ ჰყავს "ქოთქოთა" ბებია და ანდროიდი, რომ არაფერი ვთქვა სტილისა და დიალოგების მსგავსებაზე)
რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ბატონი ჯვებე დუმბავას ფანი ვარ თან ღრმა ბავშვობიდან
QUOTE
ისეთი წარმოდგენა მაქვს ტყუილად ვკარგავ დროს... ან ჩემი ნაწერებიდან აზრი ვერ გამოგაქ, ან არ გამოგაქ...
არანაირად. პირიქით... ის მე 6 თავი დავჯექი და გუშინ 10 ჯერ გადვიკითხე და ისე დავდე ბლოგზე. მაინც ვიცი რომ შეცდომები მექნება. რავი 10 ჯერ წაკითხულიც კი მაინც გამეპარება ხოლმე შეცდომა.
ადრე ერთმა მასწავლა რამეს რომ დაწერო ადექიო და ხმამაღლა წაიკIთხე ყურსი თუ ცუდად გხვდება ესეიგი პრობლემააო. ხო და მასე ვასწორებ ხოლმე.
როცა გექნება დრო ნელნელა წაიკითხე.
QUOTE
გთხოვ მიაქციე ყურადღება რას ვწერ, მე გამსახურდია ჩემს კონტექსტში ვახსენე.
ხოო რო დავდე კომენტარი მერე გადავიკითხე უკვე... ვნერვიულობ მაინც ხო და... შეცდომები მომდის ნერვიულობაში
* * *
მოკლედ რო იტყვიან დავითხარე თვალები და გადავიკითხე კიდე ერთხელ კი არა და მრავალჯერ. ვითომ ჩემი მოკლე ჭკუით უშეცდომოა
მაგრამ ეგ ჩემი ჭკუით... ნახეთ როგორი გაგრძელება მაქვს ერთბაშად რამდენიმე თავი უნდა დავდო თან.
მიწათმოქმედი თავი 7 მშენებლობა
მიწათმოქმედი თავი 8 რევიზორი
მიწათმოქმედი თავი 9 გალაქტიკური კონსპირაცია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 147085
რეგისტრ.: 19-April 12
#62434408
· 14 Jan 2026, 13:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქვემოთ არის ჩემი მოკლე "რევიუ" სადაც ლაპარაკი იქნება ნოველის შინაარსზე, ასე რომ, ნაწარმოების წაკითხვის მსურველებმა მას არ გაეცნოთ ("სპოილერი).
მე მოკლედ ავღწერ რომელ თავში რა მოხდა, რა მომეწონა, და რა არა.
პირველ თავზე უკვე ავღნიშნე რომ ძალიან მომეწონა და ინტერესი გამიღვივა.
მეორე თავზეც ვისაუბრე მოკლედ. არა უშავდა.
მესამე თავი გაწელილად მომეჩვენა: ერთი სული მქონდა როდის დავუბრუნდებოდით პირველი თავის გაგრძელებას. მთელი ამბავი ხომ იქ უნდა მოხდეს! ამ თავში შევიტყვეთ ზუს წარსული, მისი ხასიათი, განათლება, გამოცდილება და... ის თუ როგორ შეიძინა ხრიოკი მიწა თავისდაუნებურად, გალაქტიკის გადასაკარგავში.
მეოთხე თავიც იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. აქ ჩვენ ვიტყობთ თუ როგორ ემზადება ზუ გასამგზავრებლად კაინის დახმარებით. იძენს რობოტ რებუს და... ვეცნობით ზუს ბებიას. აღწერა არ არის ცუდი მაგრამ მოკლე რომ ყოფილიყო აჯობებდა.
თავი 5 - ბებიასთან კამათი და ბოლო ნაბიჯები გამგზავრებამდე. მოკლედ, ვერ "გავეტიეთ" დედამიწიდან. თუ ნოველა 9 თავიანია, ჩვენ მეოთხე თავში უკვე პლანეტაზე უნდა ვიყოთ, მინიმუმ. მაგრამ, არა უშავს, სტრუქტურული პრობლემა ადვილად მოსაგვარებელია.
თავი 6 - ზუბუ და რებუმ, როგორც იქნა ჩამოაღწიეს პლანეტაზე. ზუბუმ მოაგვარა თითო-ოროლა პრობლემა და ნაყიდი მიწაც მოინახულა. მაგრამ, ჩვენ ჯერ კიდევ წარსულში ვართ. იმ ამბამდე, სადაც პირველი თავი დამთავრდა, ჯერ არ მივსულვართ... სამწუხაროდ
თავი 7 - ზუ და რებუ აწარმოებენ გაზს, ასხამენ კაქტუსის ალკოჰოლურ სასმელს და... სადღაც, თავის ბოლოს, ვეცნობით ზუს გულისწორ ლილუს! ამას ველოდი მე მეორე თავის მერე. შენ კი მას ახსენებ გაკვრით მე-7 თავის ბოლოს?
თავი 8 - მთლიანად ეთმობა რევიზორს და მის მიერ წარმოებულ რევიზიას.
თავი 9 - რევიზორი ყვება კონსპირაციის შესახებ, იძლევა დადებით შეფასებას, შლის ფრთებს და მიფრინავს. ერთი კვირის თავზე ზუს აჯილდოვებენ როგორც გამორჩეულ მოქალაქეს!
ასე საინტერესოდ დაწყებული და ასე უაზროდ დამთავრებული ნაწარმოები ჯერ არ წამიკითხავს.
დავიწყოთ პრეზენტაციით (გრამატიკა) - როგორც ავღნიშნე, ბევრი შეცდომების გამო მასალა "ნელა" იკითხება. თხრობა შეგიძლია, ნიჭი გაქვს მაგრამ შეცდომების შესწორება ან გეზარება, ან თვლი რომ მეორადი საკითხია და იკიდებ. ალბათ, სხვებსაც ამიტომ მოუწოდებ რომ დაიკიდონ. ის რომ, ინჟინერ კაცს დისლექსია გაქვს, 10-ჯერ კითხულობ და ელემენტარულ შეცდომებს ვერ პოულობ, ძნელი დასაჯერებელია. მეგობარმა რომ გირჩია ხმამაღლა წაიკითხე და შეცდომებს იპოვიო - ეგ ეხება სცენარის დიალოგებს. ოღონდ, გრამატიკულ შეცდომებს კი არ პოულობ, უბრალოდ ისმენ თუ რამდენად ბუნებრივად ჟღერს ესა თუ ის დიალოგი.
პერსონაჟები - ზუ და რებუ (სხვები მეორე ხარისხოვანები არიან), ორი მთავარი პერსონაჟია. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ზუ არის მთავარი პერსონაჟი. რებუს ჰქონდა შანსი გამხდარიყო მეორე თანა-პერსონაჟი მაგრამ პირველი თავის მერე "დაიკარგა", და თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის აქა-იქ წუთიერ გაელვებას, თავი ზედმეტად არ გამოუჩენია. არადა, სწორედ პირველი თავიდან გამომდინარე, მე უფრო მეტს ველოდი მისგან. ზუ არის კარგი პერსონაჟი მაგრამ მისგანაც უფრო მეტს ველოდი. მისი თავგადასავალი გავს ერთი ბლოგერის ინსრუქციას თუ როგორ მოვაშენოთ ხრიოკი მიწა უცხო პლანეტაზე. სად დაიკარგა პირველ თავში ნახსენები ბანდიტები? ჩეხოვის თოფმა არ გაისროლა
სტრუქტურა - ყველა ნაწარმოები, მოთხრობა იქნება ის ნოველა თუ სცენარი, შეიძლება დაიყოს სამ (ხანდახან 5-ადაც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს) ნაწილად: დასაწყისი, შუა და ბოლო. შენი ნოველა იკითხება როგორც ბლოგერის ჩანაწერი, პირველი აქტი მთავრდება თუ არა, ეგრევე ბოლო მოდის. მინიმუმ, მესამე თავში ზუ უკვე უნდა იყოს პლანეტაზე, მე-5 თავში უნდა შეიტყოს კონსპირაციის შესახებ და მე-8, მე-9 თავში უნდა დაამარცხოს კონსპირატორები. ჩვენ ვიტყობთ კონსპირაციის შესახებ და... ნოველაც მთავრდება.
ამბავი(სიუჟეტი) - ამბავი არის ძალიან პრიმიტიული: ზუ მიდის შორეულ პლანეტაზე, მოჰყავს მოსავალი, შეიტყობს კონსპირაციის შესახებ და... მორჩა. რომ არა სამყაროს და მისი ფუნქციონირების საინტერესოდ აღწერა, წასაკითხი არაფერი იქნებოდა.
თემა - გახშირებული ნიჰილიზმი, დეპრესიულობა, დაძაბულობა საზოგადოებაში, კრიმინალი... ყველაფერ ამის თავიდან ასაცილებლად და ახალი კოლონიების დასაარსებლად, ფედერაციას აქვს პროგრამა, რომლის მიხედვიდაც, მის მოქალაქეებს, ზუს მსგავსად, "იტყუებს" ახალ პლანეტებზე. თემა კარგია მაგრამ...
ჟანრი - სამეცნიერო ფანტასტიკა ქვე-ჟანრის გარეშე. თავიდან ვფიქრობდი რომ სათავგადასავლო კომედია იქნებოდა მაგრამ... ცოტაოდენი იუმორი კი გაქვს მაგრამ... თავგადასავალი 0. ერთადერთი ღირებული არის მართლაც რომ მდიდრულად აღწერილი ფანტასტიკური სამყარო. გეტყობა რომ კაცობრიობის მომავალზე ბევრი გიფიქრია
ამბავი დაუსრულებელია. არც რამე ტრაგიკული ხდება, არც რამე რომანტიკული. ბებიას ხსენებაც კი არ არის ბოლოში. ჯილდოს გადაცემის პროცესში, დამსწრე საზოგადოებაში, ზუს რომ უეცრად შეემჩნია სიამაყისგან თვალებზე ცრემლებმომდგარი ბებია ჩემოდნით ხელში, იმას მაინც მივხვდებოდი რომ ნოველა დამთავრდა. ასე, ეხლა როგორც არის, გაუგებარია დამთავრდა თუ არა. ვიცოდი რომ 55 გვერდი უნდა ყოფილიყო. გამოვითვალე თავები და იმით დავასკვენი რომ დამთავრდა.
გადაწერე კიდევ, მოაქციე სტრუქტურულ ჩარჩოში, ჩაამატე ან დრამა, ან კომედია, ან სიყვარული... და რაც მთავარია მიხედე მართლწერას!
მოკლედ, ეს არის ჩემი გულახდილი, მოკლე და ზედაპირული შთაბეჭდილებები. იმედია, ეს გამოგადგება მომდევნო "დრაფტების" შექმნაში.
წარმატებები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
pilo772
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14043
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08
#62434704
· 14 Jan 2026, 17:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
naxa10vka
QUOTE
ამბავი დაუსრულებელია
იმიტომ რომ ყველა თავი არ დამიდია ჯერ
გადამეტვირთა გრაფიკი და ვეღარ მივდივარ ფიზიკურად ამ თემამდე. დავდებ კიდე ცოტა ხანში დანარჩენებსაც..
მადლობა კრიტიკისთვის. ეს მართლა ძალიან მჭირდებოდა. მაგრამ მოდი რომ დასრულდება დანარჩენზეც დამიწერე რა როგორ.
მე კი ვაქცევ ყურადრებას შეცდომებს, მაგრამ რა ვქნა... სენ უნდა ნახო ინჟინრული ლექსიკა და საინჟინრო საკითხებისათვის დაწერილი ტექსტები. არ გაგიკვირდება თუ კი რამე არასწორად მაქვს დაწერილი. მე საერთოდ არასოდეს არ მისწავლია ტექსტის შედგენა ასეთნაირად. სკოლაში თემების წერის შემდეგ საერთოდ შეხება არ მქონდა არაფერთან უ.ცმ.კ. კლუბამდე. კლუბში დავიწყე სტატიების და კიდევ კლუბის ფილმებისთვის სცენარების წერა. იქაც მარტო არ ვარ, რამდენიმე ინჟინერი ვართ და ვწერთ თემას.
ისე კიდევ ეს რაღაც საერთოდაც მართლა მასე მაქვს ჩაფიქრებული. ეს არის ბლოგერი. შენ კითხულობ პრაქტიკულად ბლოგერის გვერდს, უბრალოდ ეს ბლოგერი კოსმოსური მასშტაბების თემაა. ის ყვება თავის თავზე და მის მიღწევებზე თავის ბლოგზე.
რაც შეეხება კიდე თავების განლაგებას. ეს არა მაქვს სპონტანურად და ქაოსით. მასე დავგეგმე რომ მქონოდა. არ მაქვს პრეტენზია რომ კარგად მაქვს. უბრალოდ ასე მაქვს და ეგაა.
სხვა კიდე გაჭიმულ თავებზე რასაც მწერ. სხვანაირად ვერ აღვიქვი როგორ გადმოვცე ის ინფორმაცია რაც გადმოსაცემი მაქვს. მასე ფეისზეც პოსტს რო ვწერ დიდი გამომდის
. რავი შაირი ხო არაა 2 სიტყვაში ვთქვა?
This post has been edited by
pilo772
on 14 Jan 2026, 20:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
naxa10vka
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 147085
რეგისტრ.: 19-April 12
#62435547
· 15 Jan 2026, 01:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
იმიტომ რომ ყველა თავი არ დამიდია ჯერ
შვიდი თავი დანომრილია და 52 გვერდია. პლიუს ორი დაუნომრავიც - 55 გვერდზე მეტი გამოდის.
მართლა ინჟინერი ხარ თუ იბრალებ
QUOTE
სკოლაში თემების წერის შემდეგ საერთოდ შეხება არ მქონდა არაფერთან უ.ცმ.კ. კლუბამდე. კლუბში დავიწყე სტატიების და კიდევ კლუბის ფილმებისთვის სცენარების წერა.
უ.ცმ.კ. კლუბი რას ნიშნავს? გამოდის რომ სცენარებსაც წერ. ისე, სცენარებში უფრო მეტია ფულის კეთების შანსი ვიდრე წიგნებში. წიგნებს ხალხი აღარ კითხულობს. ფილმებს კი ყველა უყურებს.
QUOTE
სხვა კიდე გაჭიმულ თავებზე რასაც მწერ. სხვანაირად ვერ აღვიქვი როგორ გადმოვცე ის ინფორმაცია რაც გადმოსაცემი მაქვს. მასე ფეისზეც პოსტს რო ვწერ დიდი გამომდის . რავი შაირი ხო არაა 2 სიტყვაში ვთქვა?
შაირი არ არის მაგრამ არც "ომი და მშვიდობაა".
რაც შეეხება "გაჭიმულ", "გაწელილ" თავებს...
ხშირ შემთხვევაში, ერთი სახის ინფორმაციის "ჩატენვა" ერთ თავში, წასაკითხად მოსაწყენი ხდება. უფრო უპრიანია ამ ინფორმაციის "გაფანტვა", "გადანაწილება" სხვადასხვა თავებში. უფრო ფართოდ განვიხილავდი ამ თემას დრო რომ მქონდეს, მაგრამ იმედია მიმიხვდი რა მაქვს მხედველობაში.
ისე, ეს ჩემი "შენიშვნები" არაფერს ნიშნავს, შეგიძლია უყურადღებოდ დატოვო რაც არ მოგწონს.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(3)
[1]
2
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0351 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.