გაოცებული და გაოგნებული ვარ, თუ როგორ ჩაყლევდა ქართული სოციალური ქსელები საბოლოოდ...არა ტექნოლოგიურად, არამედ მენტალურად.
სოციალური ქსელი, რომელიც უნდა იყოს ინფორმაციის, აზრების გაცვლის ან უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება, გადაიქცა საჯარო დღიურად, სადაც ადამიანები ყოველგვარი ფილტრის გარეშე წერენ ყველაფერს. გამოაქვთ პირადი დეტალები, ურთიერთობების შიდა ამბები, ოჯახური კონფლიქტები, ეჭვები, წყენებიი, ის, რაც ნორმალურ საზოგადოებაში პირად სივრცედ ითვლება.
აბსურდის ზღვარს სცდება დამოკიდებულება უცხო ადამიანების მიმართ. ზოგს იმდენად ჰგონია, რომ სოციალური ქსელი პირადი სივრცის გაგრძელებაა, უცხო ადამიანისგან იგნორიც კი სწყინს. ანუ მაგალითად ერთ წამიანი კომუნიკაცია შედგა, შემთხვევით დაუმეგობრდა ფბ -ზე, გაარკვიეს, წაშალეს ერთმანეთი და მერე ერთმა ჯერ რატომ დაბლოკა და მეორე რატომ ამოწმებს დაბლოკა თუ არა და ამაზე დარდობს... უცხოები წერენ, პასუხს ელიან და თუ არ მიიღეს ამას უზრდელობად ან შეურაცხყოფად აღიქვამენ. თითქოს ყველას ყველას წინაშე ვალდებულება აქვს.
კიდევ უფრო სავალალო შაპიტოა ის, რომ ბევრისთვის სოციალური ქსელი „დასაოჯახებელ სივრცედ“ იქცა თითქოს აქედან უნდა დაიწყოს ურთიერთობა, გაცნობა, სიყვარული და საბოლოოდ ოჯახიც კი. რეალობასა და ვირტუალურ სივრცეს შორის ზღვარი სრულიად წაშლილია.
პროფილები ღიაა, ლაიქებსა და კომენტარებს ყველა ხედავს.. სრულიად უცხო ადამიანებიც. აქედან კი მარტივად შეიძლება დასკვნების გამოტანა ვინ ვისთან არის ახლოს, ვინ რას აკეთებს, სად დადის, ვისთან ურთიერთობს. ადამიანები საკუთარი ხელით აწყობენ საკუთარ სოციალურ პორტრეტს ყველასთვის ხელმისაწვდომად და მერე უკვირთ, რატომ ერევიან სხვები მათ ცხოვრებაში

ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობებიც კი საჯარო სანახაობად არის ქცეული.. ერთმანეთის მიმართ ირონიით, სარკაზმით ან პირდაპირი კონფლიქტით. პირადი პრობლემები ლაიქებისა და კომენტარების სანაცვლოდ გამოაქვთ, თითქოს საზოგადოებრივი ყურადღება რაღაცას აგვარებდეს.
ყვავილებს ფოტო გადავუღე და დავდე რა მაგარო ნაშა ვარ და გამომიგზავნეს
და უხიილავი ( ხშირად გამოგონილი)მტრები რომ ჰყავთ და ემუქრებიან ეგ ცალკე საკლევეთი

საბოლოოდ, პრობლემა არა თავად სოციალურ ქსელშია, არამედ იმაში, რომ ადამიანებმა დაკარგეს პირადი სივრცის განცდა, საზღვრები და პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებსა და ქცევებზე. და ეს უკვე ტექნოლოგიის კი არა, კულტურის და აზროვნების კრიზისია.
და მაინც, უსათაურო უფრო მალე ჩაყლევდა თუ ფბ?
პ.ს
ცოლს ტრაკში კვერცხს ჩაუდებდით და ამას ფეისბუქზე ატვირთავდით ქართველცი?