ანუ ლომბარდიდან ყიდვა იმიტომ იკითხე რომ ლომბარდით აპირებ ყიდვას? საახლობლოში არავინ გყავს ვისაც ლომბარდით აქვს მანქანა ნაყიდი? გამოელაპარაკე და გადაიფიქრებ დამიჯერე

ყველაზე ცუდი რამე რაც შეიძლება ახალგაზრდა კაცმა თავის თავს გაუკეთოს არის უფულობისას მანქანა ლომბარდით იყიდოს, მაგას მოსდევს დროდადრო დროულად ვერ გადახდა, ჯარიმები, მერე მანქანის დატოვება ლომბარდში, შემდეგ იგივე წრე და აშ.
არც სესხია მთლად კარგი აზრი, მაგრამ ლომბარდს ჯობია
* * *
პ.ს
პირადად არ მყოლია მანქანა ლომბარდით, მაგრამ საახლობლო საძმაკაცოში ბევრს ყავდა და თითქმის ყველას გაუპრობლემდა, ზოგმა ძლივს დაიხსნა, ზოგმა ცატოვა, ზოგმაც ისე დალეწა მანქანა, რომ არ არსებულ მანქანაზე კიდევ წლები იხდიდა
ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება არ მიეკარო ლომბარდს, დანარჩენი შენი საქმისა შენ იცი