ბოლო წლებში არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება კონსერვატორ/პრორუსული ჯგუფების მხრიდან, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს BRICS-ში, რომელიც თითქოს ქვეყანას მოუტანდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს, გააძლიერებდა უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტას.
ამ ფონზე, მინდა კითხვა დავუსვა იმ პრორუსულ და ალტ-ინფოსთან დაახლოებულ ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად ლობირებდნენ ამ იდეას:
- რა რეალური სარგებელი მიიღო BRICS-ისგან მისმა წევრმა ირანმა?
ირანი: არის BRICS-ის სრული წევრი, მიუხედავად ამისა ეკონომიკური მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, პირიქით, მაღალი ინფლაციისა და სოციალური გაჭირვების ფონზე ვხედავთ არნახულ მასშტაბურ პროტესტს და სასტიკ შედეგებს!
ამ ფონზე ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა:
სად არიან ახლა ირანის „მოკავშირე“ BRICS-ის წევრი ქვეყნები?
რატომ ვერ ან არ ეხმარებიან საკუთარ წევრს ეკონომიკურად ან უსაფრთხოების თვალსაზრისით? ან სად იყვნენ ირან-ისრაელის კონფლიქტის დროს??
თუ BRICS არ არის სამხედრო ალიანსი, არ აქვს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი, ვერ იცავს საკუთარ წევრებს გარე ზეწოლისგან, მაშინ რა საფუძველზე იყო წარმოდგენილი, რომ BRICS იქნებოდა გამოსავალი საქართველოსთვის — ეკონომიკის, უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით?