17 იანვარს, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "ფორმულას" საგამოძიებო გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ გავიდა რეპორტაჟი კორუფციულ სქემებში რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობის შესახებ, წამყვანმა, დავით ქაშიაშვილმა, მისთვის უცნობი პირისგან სოციალური ქსელით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. მუქარის შესახებ ჟურნალისტმა თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და შსს საქმის კურსში ჩააყენა.
"ნახავდით რეპორტაჟს, რომელიც ეხებოდა გოგა ხაინდრავას. ჩვენი წყარო ამბობდა და მიუთითებდა, რომ, შესაძლოა, ის ჩართული იყო გარკვეულ სქემებში. ჩვენ ადრეც მოგვიმზადებია რეპორტაჟი და ყოველთვის მოვამზადებთ, ცხადია, თუ ასეთი ინფორმაცია გვექნება და წყარო მოგვაწვდის ინფორმაციას ნებისმიერ ადამიანზე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ, ჟურნალისტებს, არ გვყავს კერპები და არც თემები, რომელსაც ვარჩევთ ხოლმე. ნახავდით რეპორტაჟს და რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან მალევე მივიღე შეტყობინება იგივე გვარის არის ეს ახალგაზრდა მამაკაცი, ნახავთ სქრინს პირდაპირ ეთერში. ცხადია, ამას პრევენციისთვის ვაკეთებ, მრავალი წელია რეპორტიორი ვარ, მიმიღია მსგავსი შინაარსის მესიჯები. მე მინდა, ეს განცხადებაც, რასაც ახლა ეთერში ვაკეთებ, მიიღოს ოფიციალურ განცხადებად შსს-მაც. ცხადია, მსგავსი მესიჯები ჩვენს პროფესიულ საქმიანობას ვერ დააზიანებს. კი, ვეთანხმები ამ ახალგაზრდა კაცსაც, რომ კი, თბილისი პატარა ქალაქია და ხელისგულზე ეტევა" | თქვა ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა.
“პატარა ქალაქია თბილისი […] თავს გაუფრთხილდი ჯიგარო” | წერენ ქაშიაშვილს ლუკა ხაინდრავას სახელით შექმნილი გვერდიდან. ჟურნალისტმა მიმოწერის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და შსს-ს რეაგირებისთვის პირდაპირი ეთერიდან მიმართა.
ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანსა და ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილზე მუქარას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მუქარა „ფორმულას“ ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის მიმართ და დაიცვას მისი უსაფრთხოება.
„შაბათის ფორმულამ“ რამდენიმე კვირის წინაც მოამზადა რეპორტაჟი გოგა ხაინდრავას ქონების შესახებ, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ რეჟისორმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლებს.
საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, სადაც ჟურნალისტთა უსაფრთხოება დაცული არ არის, სადაც ძალადობა მათ წინააღმდეგ არათუ დაგმობილი, არამედ, პირიქით, წახალისებულია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისათვის ჟურნალისტის მიმართ გაჟღერებული მუქარის ეს შემთხვევა შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ფაქტით, სწრაფად გამოიძიოს ის და, პარალელურად, ჟურნალისტის უსაფრთხოება უზრუნველყოს" | ნათქვამია განცხადებაში.
* * *
თვით სიუჟეტი
* * *
ხიხოსთან ერთად ეს ყ**ეცაა ჩართული შავტრაკიანების იმპორტში