#62451420 · 28 Jan 2026, 18:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმისდა მიხედვით თუ რით გაქვს თავი გადახურული, შეიძლება დაგიცურდეს ან კრამიტი ან შიფერი. თუ გადახურული გაქვს ჟეშტით, შესაძლოა ჟანგისგან გაიხვრიტოს და წვიმის წყალი ჩაგდიოდეს თავში. ამათგან რომელიც არ უნდა იყოს, მუდამ მოსალოდნელია თავში ქარი გიქროდეს. შესაძლოა თავი სულაც არ გქონდეს, თუ არაშენდა ხარ. შენს მანსარდაში ტარაკნების გარდა შესაძლოა ვირთაგვებმაც დაიდონ ბინა. წვიმების სეზონს სასურველია ფოთლებისგან გაწმენდილი ჟოლობებით შეხვდე. თუ თავზე ფლუგერი გაქვს დაკოსებული, დაზეთილი უნდა გქონდეს, რათა თავისუფლად იმოძრაოს ქარზე.
|