ფოტოზე მონიშნული მაქვს მწვანედ სად შეიძლება ახალი ესტაკადის გაკეთება, შეიძლება კი არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაგის გაკეთება.
თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ აღარავის მოუწევს საცობში დგომა, უსაშველო შუქნიშნები და დედის გინება...

დიღმისკენ წამსვლელები შეუერთდებიან არსებულ ესტაკადას, სადაც ფაქტიურად ტრაფიკი ამ ეტაპზე არ არის, ხოლო მარჯვნივ სანაპიროზე გამსვლელებისთვის დარჩება 2 ზოლი + 2 ზოლი ექნებათ გვირაბიდან გამომსვლელებს და მარჯვნივ წამსვლელებს, რომლებიც ესტაკადის ქვეშ გაივლიან.
ეს პროექტი გააქრობს საცობს ვერეს ხეობაში, ასევე გმირთა მოედანზე... საჭირო იქნება სანაპიროზე გზის გაფართოება 1 ზოლით, რაც სავსებით შესაძლებელია.
აღარაფერს ვამბობ ესტაკადის საჭიროებაზე ვეფხვი და მოყმესთან.... ეგ ცალკე გაუგებრობაა რატომ არ აკეთებენ...
რა ქენით ბიჭო, ქალაქს დედა ეტირა... ძალით დავიწროებამ ხომ ხედავთ არ გამოიღო შედეგი და არ გადასხდა ხალხი საზოგადოებრივზე, ხოდა ეხლა მეორე გზა სცადეთ, დაამატეთ ხიდები, ესტაკადები, გზები გააგანიერეთ... მანდ კაი ფული იშოვება რო რამე