dylan
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21572
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
|
#62445834 · 23 Jan 2026, 23:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- ვაუუ, რა წაიკითხავს ამდეენს? - მთელი ლექციაა ძმაუუუუუ...
მაშ ასე: აკეთეთ ის, რაც ჩვენ გვინდა და რაც თითქოს ჩვენი და თქვენი კი არა, თქვენი ქვეყნის ინტერესშია. აკეთეთ ჩვენი საქმე დაუღალავად, იქით-აქეთ მიუხედავად, იარეთ ამ საქმისთვის ღორებივით.
ღორი ბევრი რაიმის გამოა ღორი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ მისი მთავარი თვისება გვაინტერესებს ის, რომ მას არც სიმართლე აწუხებს, არც ვინმეს უსმენს და თუ რაიმე ჩაესმის, მისთვის ეს არაფერია. მან თავი დაადო და მიდის საითაც მოესურვება.
თქვენ მიზნად გაქვთ ჩვენი მიზნის აღსრულება, რადგან თქვენ თუ დამარცხდებით, მთელი თქვენი ცხოვრება დამარცხდება, რადგან დაჰკარგავთ ყველაფერს, რაც გაგაჩნიათ და რაც ჩვენი წყალობით მოიპოვეთ. დაჰკარგავთ ფულს, სახლეებს, უამრავ ქონებას და დაჰკარგავთ თქვენს მომავალს, რაც ციხეში გამოიმწყდევა. შეხედეთ იმ კაცს. - ხომ ხედავთ? ის ახლა რაიკომის მდივანია და ყველაფერი აქვს. მან ჩვენი წყალობით მოიპოვა ეს ყველაფერი და არა მისი ბრძოლის შედეგად. ის მართლაც გულწრფელად ებრძოდა უსამართლობას, რაც თქვენს საქურდლად მოსვლამდე არსებობდა და რომ არა ჩვენ, ვერ მოვიდოდა და მოსვლის მერე ვერ მოიპოვებდა მამაცობას, რომ ექურდა და ნაქურდალით მოღონიერებულიყო. ეს მოღონიერება ჩვენ მივეცით მას. თანდათან, ისე, რომ გონს ვერ მოსულიყო, ჩვენ დავძირეთ ის ქურდობის მათრობელა სიამეებში, თანდათან, ჩვენ მეტს და მეტს ვაპარვინებდით და ის ამ მათრობელა სიამეებმა ისე ჩააძინა ბულბულ-მდელოში, რომ ახლა უკვე შეუძლებელია მისი გამოღვიძება. ის საღათას ძილშია და უკვე დააავიწყდა, რომ ის თავიდან უსამართლობას ებრძოდა.
იმ მეორესაც შეხედეთ! - ის მეორეც უსამართლობას ებრძოდა, მაგრამ ეს გლახაკი ვერ გავაბრუეთ, ის თქვენს უსამართლობასთან ბრძოლაში გადაეშვა და გდია ახლა გლახაკად და ღატაკად. მისნაირებს თანდათან ვუჭერთ და ვახრჩობთ, რაშიც თქვენც მონაწილეობთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ უკვე არავინ და არაფერი ხართ! თქვენ ჩვენი მონები ხართ და თუ მოიქცევით მონასავით, იქნებით ჩვენს ფერხთით, მაგრამ სამაგიეროდ იქ. სადაც თქვენ ჩვენი წყალობით დაფუძვნდით, გამდიდრდით სადაც დიდი ვინმეები ჰგონიხართ თქვენზე გაიძვერებს და ჩათლახებს. იქ, იმ სამყაროში ჩვენ არაფერს გიშლით იქურდეთ, იპარეთ და ნუ გეგონებათ თქვენ და ნუ ეგონება სხვას, რომ თქვენ მონები ხართ. თქვენი მონობა მხოლოდ ჩვენ ვიცით. "დაა, ველიკიი რუსს ზნაეტ ეტო!" ასე რომ, იყავით მონებად ჩვენთან და ეყარეთ ღორებად იქ, სადაც წამატებულნი ჰგონიხართ ვიღაცას. როცა ავ საქმეებს აკეთებთ, რაც მოსაწონია ჩვენთვის, ნუ შეგრცხვებათ, თუ სირცხვილი კიდევ შეგრჩათ. ავი საქმეები აქციეთ უფრო ავ საქმეებად. როცა ვინმე ამას დაინახავს, ვინმე ჟურნალისტი თუ ვიღაც ოპო, ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას, არამედ ამან კიდევ უფრო დიადი სიავეების საკეთებლად უნდა განგაწყოთ. თქვენ დიადი ავი საქმეებითვის ხართ მოწოდებულნი და ამიტომ მოგიწოდებთ ავისსაქმნელად, რადგან ჩვენ ავ საქმეთა მეფეები ვართ და თქვენ კი ჩვენი მონები ხართ! რაც მეტად გაიწვრთნებით ამაში ანუ ავ საქმეთა ხლართვაში, მით მეტად ამაღლდებით წუთისოფლად. იმ წუთისოფლად, რომლის მეფეებიც ჩვენ ვართ. მაშ ასე, ვიღაცამ დაიკნავლა, რომ უსამართლო იყო თქვენი ესა თუ ის საქმეო, მოუყრუეთ მას. ის ერთს ლაპარაკობს? - დაე ილაპარაკოს! თქვენ მეტი სიავე შეუნთეთ, ის დაიბნევა თქვენი შემყურე, რადგან მას ვერ წარმოუდგენია ის, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ კი არა, არამედ რაც თქვენი ხილული საქმეა.
ხომ ხედავთ, თქვენი ჩილაკად წოდებული ჩვენი არსება და შალვა პაპუა რას ბოდავენ და რა დღეში არიან? არც ერთი მათი სიტყვა სიმართლის ნატამალს არ შეცავს, მაგრამ ისინი მხნედ და სერიოზულად იტყუებიან. ეს ჩვენ შევაძლებინეთ მათ. ტყულად კი არ ჩამოდიან ჩვენთან ფარულად. ჩამოდიან და იწვრთნებიან ტყუილის ხელოვნებაში და იმაში, რომ ტყუილის ფრქვევისას შეურყევლად მოატყუონ საკუთარი თავი უპირველესად და მერე კი ყველა სხვაც. საკუთარი თავი თუ არ მოატყუე, ისე ვერ მოატყუებ სხვას. ეს სიცრუეში განმტკიცების მთავარი საფუძელია და ეს ორნი განსაკუთრებით და მათი უმფროსი, რომელიც ჩვენთან უმცროსია, ჩინებულად განმტკიცდნენ სიცრუესა და ავის ქმნაში და ეს რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვასწავლეთ მათ თამოტყუება და თამოტყუებისას საკუთარ თავზე თვითჩამოსაქმება. გახსოვდეთ - ეს მთავარია და ვისაც ამგვარი ტყუილში, და ავისქმნაში განმტკიცება თუნდაც არასათანადოდ მიგაჩნიათ, ჩვენ დაგეხმარებით ამაში აქ დიდ როსსიაში ან თქვენთან, სდაც თქვენ გდიხართ. ასე რომ, ნუ შეჰყვებით სიმართლის მთქმელ თუ მოკნავლე ჟურნალისტებს თუ სხვადასხვა ჯურის ექსპერტებს, რადგან თქვენი საქმე დაფარულის გაცხადება კი არა, თქვენი საქმე დაფარულში ფარული და ავი სამეების ქმნაა, რომლებიც შემდეგ ხილულში ადამიანთა ტანჯვა-წამებად განსხეულდეებიან. ჩვენ ვზრუნავთ ამ „სიმართლის მოყვარულთა“ განრიდებისა თუ გაუვნელყოფისათვის. ხომ ხედავთ სიმართლის და ქვეყნის კეთილდღეობის სახელით რამდენი პროტესტანტი დავჩეჩქვეთ და დავასისხლიანეთ, რამდენი პოლიტიკოსი გავუყენეთ ვირის აბანოსკენ. ყველაფერს არ ვიტყვი ჯერ თქვენთან, რადგან ჯერ მთლიანად უნდა ჩამოჩმორდეთ და ჩაბანძდეთ ჩვენს თვალში, რათა ამაღლდეთ თქვენს მომრე ჩაჩმორებულებში. ჟურნალისტებზეც გეტყვით ცოტას. ჩვენ ჯერაც მტოკავ ოპოტელევიზიებში ბევრი ჩანერგილი გვყავს. ხანდახან გაძლევთ მათი ყურების საშუალებას, რათა თქვენმა გამოლაყებულმა თავებმა გაარჩიოს ტყუილის მოყვარენი, რომლებიც ჩვენიანები არიან და სიმართლის მოყვარულები, რომლებიც ჩვენი და ხალხის მტრები არიან. როცა ამის გარჩევას ასე თუ ისე შეძლებთ, მერე გაგიადვილდებათ მათთვის ავის მიგება და ზოგჯერ იქნებ ჩვენთვის საინტერესო ამბებიც გამოადნონ თქვენმა ხავსიანმა გოგრებმა. ტელევიზიებზე ვამბობდი, თუ ფულის გულით და ყურით მიაყურადებთ, დაინახავთ რამდენი ჩანერგილი გვყავს. დებილებო, დაკვირვებიხართ ტელევიზიაში მიპატიჟებულ ოპო რესპოდენტებს რა დღეში აგდებენ ჩვენი ჩანერგილები? დაუსვამენ კითხვას რაღაც მოვლენის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც ჯერ ვერ გამოვათაყვანეთ და ამ კითხვაზე კორესპოდენტი თუ გადაცემის წამყვანი პასუხს თვითონვე სცემს და არ ალაპარაკებს რესპოდენტს. ეს ჩვენი რუსული ნოუ ჰაუა. რესპოდენტი იბნევა, ის ლამის ეხვეწება გადაცემის წამყვანს აზრის დასრულებას, მაგრამ წამყვანი ღიმილით ამცნობს მას, რომ გადაცემის დრო ამოიწურაო. დიდ ფულს ვიხდით ამაში, მაგრამ ღირს ამის კეთება. დასცხეთ მათ, დაჩეხეთ და სისხლის მდინარეები დააყენეთ მათი. მოსწყინდებათ, დაიღლებიან, დაჩმორდებიან ისევე, როგორც თქვენ დაჩმორდით ჩვენს წინაშე, მაგრამ თქვენ ფულით დაგაჩმორეთ ჩვენ, რაც ტკბილია და ისინი კი სისხლით და გვემით უნდა დააჩმოროთ, რაც მწარეა. ჩმორებო, ხომ ხედავთ განსხვავებას? თქვენ ტკბილად დაჩმორებულნი ხართ და ისინი მწარედ და ტკივილით დაჩმორდებიან. ჩმორებო, გეყოთ ამაღამ, სხვა დროს გავაგრძელებ თქვენს აღზრდა- ჩაბნელებას. - ყველანი ლოგინებში ჩასვრილებო!
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|