ხიხომ დაუვარცხნელ თოჯინას დაავალა ფასების "დარეგულირება" რეპრესიებით მოეხდინა, დღეს სუს-ი და შსს დაესიამარკეტების სადისტრიბუციო კომპანიებს და ტყავს აძრობენ, რომ მოსახლეობის ფასებით ზრდით უკმაყოფილება, გადააბრალონ დისტრიბუტორებს.
პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ქსელურ მარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში შესვლას შეეხებოდა, სუს-ში მოკლე კომენტარით განმარტეს, რომ:
„სასამართლოს განჩინებით სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.“
„აგროჰაბის“ დირექტორი „ტვ პირველთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ „აგროჰაბში“ სუსი შევიდა.
„სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით. არ ვიცოდით (გუშინ, კობახიძესთან შეხვედრისას). დაგვირეკეს წინასწარ, თუ ხართ ოფისში, რაღაც საკითხები გვინდა, გავიაროთო და მოვიდნენ.
ფასებთან დაკავშირებით, რაზეც არის ეს პერიოდი საუბარი, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, მაგასთან კავშირშია ზუსტად. არ ვიცი (რაზე აქვთ ეჭვები) მანდ არის რაღაცები კონკრეტულად ჩასაშლელი – შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ. (ჟურნალისტი – რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი?) კი, კი ეგ ყველაფერი აინტერესებთ”, – ამბობს „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი.
„ტვ პირველთან“ საუბრისას „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა სუსის გამომძიებლების კომპანიაში შესვლა.
„დეილი ჯგუფი“ არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
„კი ბატონო არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სხვა კომენტარისგან თავს ვიკავებ, თუ რამე მნიშვნელობანი იქნება მომავალში გავაჟღერებთ“,- აცხადებს „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელი „ტვ პირველთან“ საუბრისას.
This post has been edited by ჩეკო on 22 Jan 2026, 22:41