მარტი და ბუგონია არა მაქვს ნანახი.
პოლ ტომას ანდერსონის ფილმზე კიდევ პირველი შთაბეჭდილებები აქ დავწერე:
პოლ ტომას ანდერსონი / Paul Thomas Anderson (post #62283114)ფილმის რიტმა უწყვეტი დინებასავით, თვალს რომ ვერ მოაშორებ. ერთი ამოსუნთქვით რომ იყურება. ჩაგითრევს მაშინვე და მიჯაჭვული გაქვს ყურადღება ეკრანზე სანამ არ დამთავრდება. პტა-ს ფილმებს ახასიათებს მომენტებში შენელება, ინერციის დაკარგვა. ეგ წმინდა წყლის გართობაა საუკეთესო ბლოკბასტერის ტრადიციებში, და ამავე დროს საავტორო ფილმია.
პოლიტიკური რელევანტურობა - იდეალურად ასახავს ორ ამერიკას, და იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. შონ პენის ტიპი სუფთა ბოვინოა.
მსახიობების თამაში - ლეოც კარგია და გოგოც ძაან კარგი. მაგრამ საფორთინგ ქასტი არის იდეალური. დელ ტორო, შონ პენი და მაგნეტიკური ტეიანა ტეილორი. ამ უკანასკნელს ისეთი სექსუალური ქარიზმა აქვს რომ მეც ისე ამიდგა კინოში, შონ პენის პერსონაჟს რომ უდგება ფილმში.
გადაღება და კადრები არის უმაგრესი. ნოუ ქანთრი ფორ ოლფ მენს მაგონებს ფერები, დღის შუქი, თბილი, გახუნებული, მაგრამ ამავე დროს მოძრავი, სწრაფი. დინამიური სცენებია იგივე მანქანით დევნა, სახურავებზე ხტუნვა და ბინებში რეიდები უწყვეტი კამერით.
დიალოგები არის კომიკური საუკეთესო გაგებით. პინჩონისეული იუმორით. გენიალური სიტუაციები. დი კაპრიოს რომ მაგრა ეჩქარება მაგალითად, მაგრამ ჯერ რომ ყველა უნდა გაიცნოს სათითაოდ სენსეის სახლში.
ანუ გვაქვს იდეალური პეისინგი, მსახიობების საოცარი თამაში და ძაან მაგრად გამოყვანილი პერსონაჟები, პოლიტიკური რელევანტურობა, უთესლესი ოპერატურა, მაგარი დიალოგები და სცენარი, და ამ ყველაფრის უკან ფილმი არის მამა შვილურ სიყვარულზე უპირველეს ყოვლისა.
მეტი რა უნდა ქონდეს კარგი?
ძაფი არც მე არ მიყვარს, ჩურჩხელაზე ანეგდოტის არ იყოს.