გამარჯობა ყველას!
აგერ უკვე შუახნის ასაკში მინდა შევიცვალო პროფესია
დაახლოებით 1 წელია ვიყენებ linux-ის OS-ს და ძალიან მივეჩვიე.
ტერმინალში ყველაზე მარტივი ქომანდები მოვსინჯე და ზოგადად მომწონს რა როგო კეთდება.
ცოტაოდენი მოძიების შედეგად ვნახხე რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია ამ დარგში, მე კი საკმარისზე მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ვფიქრობ რამის სწავლა დავიწყო.
გამოცდილი ხალხის რჩევა დამჭირდება, თუ გაქვთ რაიმე მასალა - ვიდეო გაკვეთილები, pdf ფაილები ან მსგავსი წყარო, რითაც კარგად მოვემზადები RHCSA-ს გამოცდისთვის.
ვიფიქრე Roadmap-ს მივყვებითქო (https://roadmap.sh/linux?fl=1) მაგრამ დამოუკიდებლად სწავლისთვის ზედმეტად დინოზავრი ვარ
მადლობა წინასწარ!