#62484527 · 23 Feb 2026, 21:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი სადგომებზე გადასახადების გაძვირებაა. მძღოლებმა თურქეთის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეაჩერეს, რის შედეგადაც კვარიათიდან სარფის საბაჟომდე სატვირთო ავტომობილების გრძელი რიგი შეიქმნა.
მძღოლების თქმით, სადგომზე 130-ლარიანი გადასახადი არარეალურია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ადგილზე ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი. ისინი პრობლემად ასახელებენ საპირფარეშოების, კომერციული ობიექტებისა და სხვა აუცილებელი სერვისების არარსებობას.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მსგავსი მაღალი გადასახადი არცერთ ქვეყანაშია, სადაც ისინი გადაადგილდებიან. მათი თქმით, არსებული პრობლემებით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არ ინტერესდება, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
მძღოლები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოა-თურქეთის საზღვარზე არსებულ ვითარებაზეც. მათი თქმით, საბაჟოზე ხშირად თითო მებაჟე მუშაობს, რაც რიგებს იწვევს. როგორც მძღოლები ამბობენ, პრობლემას ორივე ქვეყნის მებაჟეები ერთმანეთს აბრალებენ.
გამაფრთხილებელ აქციაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები არ მისულან. ადგილზე მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც პროცესს მოშორებით აკვირდებოდნენ.
|