#62454486 · 30 Jan 2026, 20:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პაატა სალია “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრია, იქამდე, მათი დეპუტატი, თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიის წევრი და “რუსთავი 2” - ის გენერალური დირექტორი იყო.
მინისტრის და მისი მეუღლის საკუთრებაში ძვირადღირებული ქონებაა - ჯამში 365 000 დოლარად შეძენილი სახლები და 643 000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომობილები - მათ შორის, ისეთი პრემიუმ კლასის, როგორიცაა “პორშე” და “ლენდ როვერი”.
პაატა სალიას მსგავსად, დალხენილად ცხოვრობენ "ოცნების" ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პროპაგანდისტები, პარტიის წევრები, საჯარო და სასულიერო პირები თუ მხარდამჭერი ბიზნესმენები. მათ ფუფუნებით ცხოვრებაზე რეგულარულად გვიყვება " აი ფაქტი!".
* * * 10 საცხოვრებელი სახლი თბილისის პრესტიჟულ უბნებში, მარანი ქალაქგარეთ, ძვირადღირებული ავტომობილები და ასიათასობით ლარის ქეში. ამ ფუფუნების პატრონი “ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატი, ირაკლი კირცხალიაა.
ის ახალგაზრდა და ახალბედა პოლიტიკოსია, მაგრამ ოლიგარქის ქებით თავი უკვე გამოიჩინა - მას პატრიოტს უწოდებს და ფიქრობს, რომ ისტორიაში უნდა ჩაიწეროს. ეს დაუფასდა კიდეც. კირცხალია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერადაა დანიშნული.
კირცხალიას რომ მდიდრული ცხოვრება უყვარს, მისი ოჯახის უძრავ ქონებასაც ეტყობა და მოძრავსაც. მის ცოლს “პორშე” ჰყავს, თავად კი 150 000 ევროიანი “ლენდ როვერი”.
და კიდევ ქოცების გულმხურვალე მხარდამჭერი ხატია სიჭინავას მოხვეჭილ ქონებას
ტყისპირა აგარაკი კიკეთში და კერძო სახლი საცურაო აუზით, სოფელ დიღომში. ასე, დალხენილად ცხოვრობს “ოცნების” პროპაგანდისტი ხატია სიჭინავა და მისი მეუღლე - რამაზ ნოზაძე. მათ ბოლო 10 წელში მოგროვებულ უძრავ ქონებაში 1.6 მილიონი ლარი დახარჯეს. პირადი კეთილდღეობის ფონზე რომ ქვეყნის გასაჭირს არ იმჩნევენ და არ ადარდებთ, ფაქტია. ეს “ქართული ოცნების” და ოლიგარქ ივანიშვილის ქება-დიდებაზე ეტყობათ. თუმცა, ხატია სიჭინავა უფრო აქტიურ პროპაგანდისტად გვევლინება.
“ოცნების” მხარდაჭერის გარდა, მას უხერხულობა არც რუსეთში მოგზაურობით ექმნება და კრემლის წინ, წითელ მოედანზე პოზირებს.
ნახევარ მილიონ ლარად ნაყიდი ბინა ვაკეში და აპარტამენტი ბათუმში. ეს ქონება თინათინ ბერძენიშვილის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისაა.
ფუფუნებაში რომ ცხოვრობს, ეტყობა გარდერობზეც, რომელშიც პრემიუმ კლასის ბრენდების პოვნა არ გაგიჭირდებათ.
ამ ყველაფერს ტელევიზიის დირექტორის ხელფასით ყიდულობს. ხელფასს კი ჩვენ ვუხდით, ჩვენი ბიუჯეტიდან. ამავე ფულით სტუმრობს ევროპის და ამერიკის ქალაქებს, ხან - მივლინებით, ხანაც - სამოგზაუროდ.
ბოლო ექვს წელში მოგროვებული ხუთი უძრავი ქონება - კერძო სახლები და ბინები. ასე, უეცრად გამდიდრდა ტ/კ “იმედის” წამყვანი სახე, ირაკლი ჩიხლაძე.
მან ფული პროპაგანდისტობით იშოვა - ეთერიდან “ქართულ ოცნებას” ქვეყნის გადამრჩენელს უწოდებს, ბიძინა ივანიშვილს - ღირსეულს. თვალის დახამხამების გარეშე ავრცელებს ისეთ სიცრუეს, როგორიცაა - “ქვეყანა ვითარდება და წინ მიიწევს”.
შედეგად, არც მეტი, არც ნაკლები - ხუთნიშნა ხელფასი აქვს.
ბინები თბილისის პრესტიჟულ უბნებში, შოპინგი და დასვენება ევროპის ქალაქებში - ასე, ფუფუნებაში ცხოვრობს გური სულთანიშვილი, ტ/კ "პოსტვ"-ს წამყვანი სახე.
გური ძალისხმევას არ იშურებს: მთავრობის მაამებელ ტყუილებს უტიფრად ავრცელებს, შალვა რამიშვილთან ერთად ევროპას საჯაროდ ლანძღავს, კადრს მიღმა კი არც პორტუგალიურ სანაპიროებს იკლებს და არც ფრანგულ კაფეებს.
ეს გაყიდულები უფასოდ კიარ ულოკავენ ხიხოს ტრაკს!
This post has been edited by ჩეკო on 30 Jan 2026, 21:02
--------------------
#ბიძინახუი! #Бидзинахуй!
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"ჩემო დაღლილო ქოც-ბოტებო, ბიძინას დედისტყვნამდე გაძელით" :cry: ® Crypto
|