Genevieveდაახლოებით 17 წლამდე სულ ვწერდი ჩემს შეგრძნებებზე და აღქმებზე, მიმდინარე მოვლენებზე, ღირშესანიშნავ ამბებზე.
მქონდა ლამაზყდიანი, ბევრფურცლიანი , დიდი ბლოკნოტი, ჩანაწერებისთვის.
ფოტოებს ვაკრავდი, “ნაკლეიკებს” წერილებს, სპექტაკლის ბილეთებს…
კოლაჟებს ვაკეთებდი…
გამახსენდა, რაღაცეებს ვხატავდი კიდეც, ვჯღაბნიდი

))
უნივერსიტეტში, ისედაც სულ საწერი გვქონდა, პროფესიული ვალდებულებები და რატომღაც დამეზარა გაგრძელება..
ერთ დღეს, რაღაცაზე ძააან გაბრაზებულმა კი Delete გავუკეთე _ დავხიე და გადავაგდე, თინეიჯერობის სევდები და სიხარულები.
ფიზიკური აღარაფერი მაქვს, თითქმის , ყველაფერი ტელეფონშია.
02/11/2026
7:20 am

This post has been edited by Pura~Vida on 12 Feb 2026, 17:09