მოთამაშემართლა იაფია, ეგ ყველაფერი რომ ცალცალკე იყიდო მინიმუმ 2-ჯერ ძვირი გამოგივა, უბრალოდ მაგ ნაკრებში შეიძლება რაღაცეები ისეთია რაც არასოდეს დაგჭირდება, ან ძალიან იშვიათად (ფანარი მაგალითად ან ფენი)
მამენტ ის დიდი ცალკე პერფორატორიც შეიძლება არასოდეს დაგჭირდეს, რადგან მაგ კომპლექტში რომ შურუპავიორტ-დრელია ეგეც მშვენივრად ხვრეტს ყველაფერს (ეგეთი 2 ცალი მაქვს, ერთი სახლში მიდევს, მეორეს მანქანით დავათრევ

)
ხო კიდევ დიდი ჩემოდანი მაგ ყველაფრის სატარებლად არც ისე მოსახერხებელია, სჯობია რამე 2-3 იარაღიანი კომპლექტი გქონდეს თავისი ჩემონდანჩიკით (მაგალითად დრელ-პერფორატორი და ბალგარკა) და ნორმალურად ატარო სადაც გინდა, ვიდრე ყველაფერი ერთად გორგოლაჭებით ათრიო

ერთი ვარიანტია თუ მანქანაში გიდევს მუდმივად (ჩემსავით

) ეგ დიდი ჩემოდანი უფრო მოსახერხებელია რომ საბარგულში აქეთ-იქით არ გაიფანტოს
ან ეგ ყველაფერი უნდა გედოს გარაჟში, ჩემოდანი კი უბრალოდ მიგრაციის დროს გამოიყენო
მე უკვე მაქვს რაღაცეები ინგკო და Wadfaw ყველა ვიყიდე ფასდაკლებებზე, ერთიდაიგივე ქარხანა უშვებს და ელემენტებიც ნახევარ ფასად მაქვს ნაყიდი აქციაზე (2A და 4A-ები), WADFAW როგორც წესი უფრო იაფი ღირს (არადა ერთიდაიგივეა)
ეგ დიდი კომპლექტები ხშირად არ იჩითება ფასდაკლებით, თორემ მართლა კარგი ვარიანტია, მე ერთი ორჯერ შემხვდა 4-5 იარაღიანი კომპლექტი ნახევარ ფასად მაგრამ არ ვიყიდე რადგან მინიმუმ 2 იარაღი უკვე მქონდა და წყვილწყვილად ხომ არ დავდებდი
ხო მე სათიბი ელექტროცელი და გაზონის საკრეჭიც მაქვს P20S ელემენტებზე (EMTOP და WADFOW) და ელემენტები იმდენი დამიგროვდა ერთი ყუთი მარტო მაგას სჭირდება