მისი სიბრძნე აღმატებულება ბატონი ბიძინიე ივანიშვილი ისეთი პანტაპუნტით იღებს აბსურდულ კანონებს (ძირითადად რუსეთიდან კოპირებულს), რომ ამის შემხედვარე, მე მაქვს ბატონი ბიძინას პირადი პარლამენტისთვის გენიალური იდეა. მოდი მივიღოთ კანონი, რომლითაც აიკრძალება სიღარიბე, ამ კანონითა და მისი ძალით ქვეყანაში ერთბაშად გადაწყდება უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემა. რახან ეს ქვეყანა ისედაც 14 წელია უკვე რაც მისი სიბრძნე აღმატებულების დელულუ ფანტაზიებში ყურყუტებს, ბარემ აქვე ბოლომდე ჩავაჭიროთ! 41

დარწმუნებული ვარ ეს სათაური რომ წაიკითხეთ, ბევრმა მართლა ჩათვალეთ რომ ქოცები მსგავსი კანონის მიღებას მართლა აპირებენ, და სწორადაც ჩათვალეთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის სიბრძნის პირადი საგიჟეთი. აქ ნებისმიერი აბსურდი უკვე რეალურია.
კიდევ რა გენიალური იდეები შეიძლება რომ მივაწოდოთ ჩვენს გენიალურ სიბრძენს? იქნებ ცოტათი წავეხმაროთ?
This post has been edited by გიო88 on 12 Feb 2026, 15:31