#62485504 · 24 Feb 2026, 18:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
handsome ბევრ დეტალს გააჩნია.
მარტივი დათვლის მექანიზმია დროის ფულში გადათარგმნა. 1. რა ღირს შენი ერთი საათი 2. შენი ჩართულობის რამდენი საათი ჭირდება ამ პროექტს კვირაში/თვეში/წელიწადში 3. რა არის ჯამური ინვესტიცია 4. რა არის პირველის და მეორეს ნამრავლი
მეორე ვარიანტია უბრალოდ შენი კონტრიბუციის ოდენობის ოპორტუნისტული პრინციპით: 1. 6 წლიან პერსპექტივაში რამდენია უკუგება 2. რამდენია ინვესტიცია. უკუგება თუ არის 100 და ინვესტიცია არის 80, შენი წილია 20%. [6] წელი შეგიძლია ცვალო ბიზნესის ებიტდა მულტიპლიკატორის შესაბამისად, რასაც ობიექტურად გამოიყენებდი ასეთი ბიზნესის ყიდვისას. ასევე, ასეთ გარიგებას როგორც წესი აქვს adjustment სქემა, რომ მაგალითად 6 წლის თავზე ან მანამდე შეცვალო ეს პროპორცია თუ უკუგება არსებითად მეტია ან ნაკლებია.
მესამე ვარიანტია არ მოითხოვო წილი და აიღო management fee, როგორც წესი 12.5%. ან ამ წილის ნაცვლად აიღო ახალი აქციები (წილები) და მით დააგროვო წილი. ეს საკმაოდ რთული მექანიზმია.
კიდევ არის რამდენიმე ვატიანტი (პრინციპში ვარიანტები იმდენია რამდენიც გინდა რომ იყოს), უბრალოდ ყველას ჩამოწერას მგონი დიდი აზრი არ აქვს
|