
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ მუნიციპალური ავტობუსებიდან აუდიო სისტემები – მაგნიტოფონები ამოიღო.
მძღოლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მგზავრების მხრიდან შესული საჩივრები გახდა. პრეტენზიები ძირითადად მძღოლების მიერ შერჩეულ რეპერტუარს უკავშირდებოდა, რაც რუსულ ესტრადასა და ე.წ. „ქურდულ“ სიმღერებს მოიცავდა.
როგორც მძღოლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, ადმინისტრაციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთი თანამშრომელი მითითებებს არ ემორჩილებოდა. შედეგად, კომპანიამ პრობლემის მოგვარება ავტობუსებიდან მაგნიტოფონების სრული ამოღებით გადაწყვიტა.
ბათუმის ავტოტრანსპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამტკიცებენ, რომ ავტობუსებიდან მოწყობილობების ამოღება გახმოვანების სისტემის ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირდება.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაბრუნდება მაგნიტოფონები მუნიციპალურ ტრანსპორტში.
წყარო : აჭარა თაიმსი
პ.ს კაი ფასად ჩააბარებდნენ
* * *
მაგნიტოფონები ამოიღეს და ფასიც გაუზარდეს

ორმაგი მოგება