#62478368 · 18 Feb 2026, 15:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო,
საკმარისია შეავლოთ ქართული გახმაურებული მკვლელობების კეისებს თვალი და დაიჭერთ ერთ უცნაურ კანონზომიერებას:
მიუხედავად იმისა რომ საქმეებზე ყველა ინფორმაცია მოგროვილი აქვთ, მაინც არ იხსნება კეისები 5-10 და შეიძლბე მეტიც, ზოგიც სამუდამოდ.
აქ მინდა არ გამოგვრჩეს და გავიხსენოთ/ჩამოვწეროთ გახმაურებული მკვლელობები და უახლოესი ინტერვიუ სადაც ბატონი მორგოშია ამბობს რომ ფირცხალაძემ მოკლა ან მოამზადა ნიადაგი მათი მოკვლისთვისო.
დავიწყოთ და ჩამოვწეროთ სახელები:
1)ლევან ჯანგველაძე (2025) ლევან ჯანგველაძე, ბიზნესმენი და კრიმინალური ავტორიტეტის ძმა, 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ჩაცხრილეს. თავდასხმის დროს დაიჭრა მისი თანმხლები პირიც. გამოძიების შედეგები: საქმეზე დააკავეს გელა უძილაური, ყოფილი სამართალდამცავი, რომელსაც სასამართლომ განზრახ და შეკვეთილი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა (2025 წლის ოქტომბერში). საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ბრალდებულია მკვლელობის ორგანიზებაში ფინანსური მოტივით და ამ დროისთვის იძებნება — ქვეყანაში არ იმყოფება. ოფიციალურად: გაუხსნელია
2)ლევან კაჭარავა „ტილიკა“ 2022 წლის 24 ივნისს ბაგებში, თბილისის ტერიტორიაზე, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა, მეტსახელად „ტილიკა“, ჩაცხრილეს ავტომობილში ზის დროს. მას მოსალოდნელად 20 ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. მისი მძღოლი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. ამ კეისზეც თქვა მორგოშიამ რომ ფარცხალაძის ნამოქმედარიაო ოფიციალურად: გაუხსნელია
3)გურამ კაკულია 2022 წელს-მკვლელობა მოხდა საცხოვრებელ ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით. კონკრეტულად, საზოგადოებაში აქტიურად განიხილებოდა კავშირი „ტილიკას“ (ლევან კაჭარავა) მკვლელობასთან და უფრო ფართო კონფლიქტურ ჯაჭვთან. ოფიციალურად: გაუხსნელია
4)ნიკო კვარაცხელია (2021) 22 წლის ნიკო კვარაცხელია მოკლეს თბილისში, 2021 წელს საქმე გამოირჩეოდა იმით, რომ მკვლელობაში გურამ და დავით კაკულიები, ასევე ბესარიონ ჟვანია ფიგურირებდნენ. მორგოშიამ თქვა რომ ფირცხალაძემ დააგეშა ეს ძმები და უთხრა რომ მათი მამის მკვლელობა ამ ნიკოს მამიდან მოდიოდა+შემოიყვანა საზღვარზე. ოფიციალურად: გახსნილია მეხუთე წელს (მაშინ როცა ყველა საბუთი იყო მანამდე მოგროვილი, ეს ყველაზე უცნაურია)
5)თამარ ბაჩალიაშვილი 23 წლის პროგრამისტი (IT სპეციალისტი) დაიკარგა 2020 წლის 18 ივლისს და 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს იპოვეს გარდაცვლილი საკუთარი ავტომობილში ქვემო ქართლის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქმე დასუფთავდა როგორც თვითმკვლელობა, და გამოძიება იდეურად შეწყვეტილია (დახურულია 5 თვეში)
კიდევ დაამატეთ გახმაურებული კეისები,
ლაითმოტივად გასდევს ამ კეისებს ფარცხალაძის ჩართულობა მკვლელობებში, მორგოშიამ კი განაცხადა რომ მთელი სუსი ფარცხალიას ქვეშ იყო და ასრულებდა მის დავალებებს. მაგალIთად: კაჭარავას სახლთან დაამონტაჟეს კამერებიო....
ფაქტიურად მივდივართ დასკვნამდე რომ სუსი, პროკურატურის ნაწილი, საგამოძიებო ნაწილიც ჩართული იყო ფარცხალაძის სქემებში,-კონსტანტინე მორგოშია.
გითხარით დასანგრევია და დასაჭერია ხალხი და ახალია ასაშენებელი : (
--------------------
— «Tu diventi asociale, Guido», disse il conte. — «Sì, ma è perché non mi piace parlare con i morti»
|